Thursday, October 13, 2011

”რედ ბულ რეისინგი” მსოფლიოს უმაღლეს უღელტეხილზე

Red Bull Racing drives world's highest road through the Himalayas
13 ოქტომბერი
გგონიათ, ფორმულა ერთის მანქანები მარტო ჩაკეტილ ტრასებზე რბოლებისთვისაა განკუთვნილი? და დიდი პროზების ცირკის ახალი მეფე - ”რედ ბულ რეისინგი” მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებისთვის ხარჯავს ფულს, რესურსებს და დროს? თურმე არა. როგორც ირკვევა, ”რედ ბულ რეისინგს” ფ1-ის გარდა, სხვა ინტერესებიც აქვს, მისი მანქანები კი უმაღლესი ხარისხის ასფალტის გარდა, გრუნტსა და თოვლშიც არ იკარგებიან…

მოკლედ, იმ დროს, როდესაც იაპონიის სუძუკაზე სებასტიან ფეტელი ჩემპიონობისთვის აუცილებელი, მინიმუმ ერთადერთი ქულის მისაღებად იბრძოდა, მისი გუნდის ეგრეთ წოდებული დემო შემადგენლობა ჰიმალაის და ტიბეტის მთიანეთის ინდურ მხარეს ეწვია. რა ტქმა უნდა, ამ ვიზიტის დანიშნულება საჩვენებელი გამოსვლის მოწყობა იყო. და რაც მთავარია, სარბოლმა ავტომობილმა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა (RB1), მსოფლიოს უმაღლეს წერტილში გამავალი საავტომობილო გზაზე გაიარა.
მანქანის საჭესთან შვეიცარიელი ნილ იანი იჯდა. რა თქმა უნდა, RB1 წინასწარ ისე მოამზადეს, რომ უხარისხო გზაზე გავლისას, აეროდინამიკური ფაქიზი ელემენტები არ დაზიანებოდა. უღელტეხილს, სადაც გარბენი შედგა, ხარდუნგ ლა ჰქვია. გარბენისას, იანის დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლის დაძლევა მოუხდა. ყველაზე მაღალი წერტილი კი, რომელზეც გაიარა, ზღვის დონიდან 5 740 მეტრის სიმაღლეზე (ეს მეტია, ვიდრე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი იალბუზი) გაიარა.
გზად იანიმ ჩაუარა ბუდისტებისთვის ორ წმინდა ადგილს - მონასტერ თიკსის და შანტი სტუპას ტაძარს.

No comments:

Post a Comment