Thursday, December 15, 2011

სოლბერგი „ფორდში“ გადავიდა

Petter Solberg joins Ford for 2012 World Rally Championship
15 დეკემბერი
ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი რალის მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ სეზონში, „ფორდის“ საქარხნო გუნდის მანქანით იასპარეზებს. 37 წლის მრბოლმა, ვინც მსოფლიო ჩემპიონის წოდება 2003 წელს, „სუბარუს“ მანქანით მოიპოვა, ამერიკული კომპანიის გუნდთან კონტრაქტი, მისი მანქანის ტესტირების შემდეგ გააფორმა.

ბოლო სამი სეზონი სოლბერგმა საკუთარ გუნდში გაატარა და რბოლებში ის „სიტროენის“ მანქანით ასპარეზობდა. „ფორდში“ ის მიკო ჰირვონენს შეცვლის, მისი თანაგუნდელი კი ფინელი იარი–მატი ლატვალა იქნება. მას ნავიგატორად კრის პატერსონი ეყოლება.
„გუნდში პეტერ სოლბერგის მოსვლით ჩვენ ბევრს მოვიგებთ, რადგან ის ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი მრბოლია რალის მსოფლიო ჩემპიონატში. მან უმაღლეს დონეზე გამოსვლა სწორედ ჩვენთან ერთად დაიწყო და გვიხარია, რომ ისევ ჩვენთან იქნება. მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონის წოდება და 13 გამარჯვებაა, რაც მის შესაძლებლობებზე მეტყველებს“, – განაცხადა „ფორდ იუროპის“ მოტორსპორტის დივიზიონის უფროსმა მენეჯერმა ჯერარდ ქვინმა.

No comments:

Post a Comment