Friday, January 20, 2012

ლოები და დანარჩენები

Sebastien Loeb pulls away in Monte Carlo Rally lead as Mikko Hirvonen flies
20 იანვარი
მონტე კარლოს შემოგარენში გრძელდებარალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის პირველი ეტაპი – მონტე კარლოს რალი, რომელსაც მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. რბოლის მესამე დღეს, მან კიდევ ერთი წუთით გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევარ დანიელ სორდოსთან.

მართალია, ფრანგი მრბოლი რისკებს ერიდებოდა, თუმცა უპირატესობა მაინც გაზარდა. მართალია, სორდო მას ძლიერ ჩამორჩა, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე პოზიცია გაიმყარა, რაშიც ხელი პეტერ სოლბერგის პრობლემებმაც შეუწყო – ნორვეგიელს მე–13 სპეცმონაკვეთის მიწურულს საბურავი დაეშვა, რამაც დრო დააკარგვინა.
თავის მხრივ, აოლბერგს ახლა მესამე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს, რადგან რბოლის მესამე დღეს, განსაკუთრებით სწრაფი იყო მისი ფინელი მდევარი მიკო ჰირვონენი. ამან მე–12 და მე–13 სპეცმონაკვეთებზე საუკეთესო დრო აჩვენა და სავარაუდოდ, მეოთხე დღესაც, ტრასაზე ერთ–ერთი უსწრაფესი იქნება.
რბოლა შაბათს, შუადღის და საღამოს სპეცმონაკვეთებით გაგრძელდება და კვირას, სუპერ სპეცმონაკვეთით დასრულდება.

მონტე კარლოს რალი. მესამე დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          3:31:25.200
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                             +02:12.400
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                     03:19.200
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     03:43.000
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        04:28.200
6. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი)            06:39.100
7. პიერ კამპანა (საფრანგეთი, მინი)                              07:45.100
8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              08:44.800
9. პერ–გუნარ ანდერსონი (შვედეთი, პროტონი)        13:20.800
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი)                 14:40.700

No comments:

Post a Comment