Saturday, January 21, 2012

5 კილომეტრი გამარჯვებამდე

Sebastien Loeb leads in Monte Carlo as podium fight closes up
21 იანვარი

სებასტიან ლოები რომ ამ სეზონს გამარჯვებით დაიწყებს, ეს უკვე ეჭვსაც აღარ იწვევს – მსოფლიოს რვაგზის რვაგზის ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღის შემდეგაც, კიდევ უფრო გაზარდა მდევრებთან უპირატესობა, რომელთაგან უახლოესს, ესპანელ დანიელ სორდოს, ვინც ერთ დროს მისი თანაგუნდელი იყო, 2 წუთსა და 41 წამს უგებს.

სორდოსაც პრაქტიკულად განაღდებული აქვს მეორე ადგილი, რადგან პეტერ სოლბერგს თითქმის 20 წამს უგებს და სათუოა, ნორვეგიელმა ამ ჩამორჩენის ლიკვიდირება კვირის ერთადერთ სუპერ სპეცმონაკვეთზე შეძლოს, რომლის სიგრძეც მხოლოდ 5 კილომეტრია. არადა, სოლბერგმა ღამის ორივე სპეცმონაკვეთი შესანიშნავად საუკეთესო დროით დაასრულა. მაგრამ ეს საკმარისი არაა.
სამაგიეროდ, მის მესამე პოზიციასაც აღარ ემუქრება საფრთხე. მესამე დღის შემდეგ, მას მიკო ჰირვონენი წამოეწია, მაგრამ ფინელს ღამის პირველივე სპეცმონაკვეთზე შეცდომა მოუვიდა, დატრიალდა და რამდენიმე წამი დაკარგა, რისი ამოქაჩვაც შემდეგ ვეღარ შეძლო. როგორც ჩანს, ის ბედს უკვე შეეგუა, რადგან ამ შეცდომის შემდეგ, რისკის გარეშე გააგრძელა ასპარეზობა.

მონტე კარლოს რალი. მეოთხე დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          4:29:12.100
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                             + 02:41.600
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                     + 03:00.700
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     + 04:05.600
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        + 06:00.800
6. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი)            + 06:55.700
7. პიერ კამპანა (საფრანგეთი, მინი)                              + 08:21.300
8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              + 10:27.200
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          + 16:06.300
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი)                 + 16:09.200

No comments:

Post a Comment