Monday, January 9, 2012

რომა და გორდონი ლიდერს ეწევიან

Roma and Gordon close on Peterhansel after stage eight
9 იანვარი
ნანი რომა
როგორც ჩანს, დაკარის ცხრაგზის ჩემპიონ სტეფან პეტერანსელს, რალი–მარათონის პირველ კვირაში მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნება გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში, უკვე ზედიზედ მეორე ეტაპია, მასთან ჩამორჩენას ამცირებს „ჰამერით“ მოასპარეზე ამერიკელი რობი გორდონი, რომელმაც მერვე ეტაპის შემდეგ, ფრანგთან ჩამორჩენა თითქმის გაანახევრა.
მერვე ეტაპზე რბოლის მონაწილეებს ატაკამას უდაბნოში მოუწიათ გავლამ. რომა, ვინც „მინით“ ასპარეზობს, საუკეთესო დრო აჩვენა, გორდონი მას სულ 5 წამით ჩამორჩა და ამით მან საერთო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ის ახლა პეტერანსელთან 7 წუთს და 36 წამს აგებს.
„ნანიმ მომიგო, მაგრამ მთავარია, რომ პეტერანსელს 7 წუთით ვაჯობე. სიმართლე რომ ვთქვა, რბოლის განმავლობაში თავი არ გამომიდვია. მხოლოდ ფინიშთან მიახლოების შემდეგ მოვუმატე. პირველ 300 კილომეტრზე კარგად ვერ ვიარე, ბოლო 150 კილომეტრზე მოვუმატე. ვგრძნობდი, რომ სხვები ჩემს სიახლოვეს იყვნენ და ამიტომ ავჩქარდი“, – ყვება ამერიკელი.
სხვებს შორის პოლონელი კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკიც იყო, ვინც ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საერთოში წინ გორდონი გაეშვა. მაგრამ მთავარია, რომ თანაგუნდელ პეტერანსელთან ჩამორჩენა მანაც შეამცირა. გორდონს კი მხოლოდ 12 წამით ჩამორჩება.
კვლავ არ გაუმართლა დაკარის მოქმედ ჩემპიონს ყატარიდან ნასერ ალ–ატიას. ეტაპის დასაწყისშივე, ის ორჯერ გაჩერდა, თუმცა ბოლოს მანაც მოუმატა და ფინიშის ხაზს მეხუთემ უწია. თუმცა რომასთან 8 წუთი წააგო, პეტერანსელს კი თითქმის სამი წუთით ჩამორჩა. ამგვარად, ზედიზედ მეორე გამარჯვების იმედიც პრაქტიკულად დაკარგა.

კლასიფიკაცია 8 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი)                         20:05:15
2. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი)                                                 + 7:36
3. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, მინი)                         + 7:48
4. ნანი რომა (ესპანეთი, მინი)                                                    + 12:27
5. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა)                 + 37:45
6. ნასერ ალ–ატია (ყატარი, ჰამერი)                                          + 45:25
7. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი)                                        + 1:07:33
8. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                   + 1:23:29
9. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა)                            + 2:04:15
10. ერიკ ფან ლოონი (ჰოლანდია, მიცუბიში)                          + 2:19:04

No comments:

Post a Comment