Monday, February 13, 2012

„სანიონი“ ჟენევაში უსახურავო კონცეპტუალურ ქროსოვერს წარადგენს

New SsangYong XIV-2 Convertible Concept Crossover Heading to Geneva
13 თებერვალი
ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, კომპანია „სანიონმა“ კომპაქტური ქროსოვერი XIV-1 წარადგინა, რომელიც პერსპექტივაში, „რეინჯ როვერ ევოუკის“ კონკურენტი შეიძლება გახდეს. ჟენევის წლევანდელი შოუსთვის კი კორეულმა კომპანიამ ამავე კლასის მორიგი კონცეპტუალური მოდელი - XIV-2 მოამზადა.

ამ ავტომობილის მთავარი თვისება ისაა, რომ მას მოსახსნელი რბილი სახურავი აქვს და ფაქტობრივად, ქროსოვერ-კაბრიოლეტია. მისი სახელი ასე იშიფრება - იქსცაიტინფ იუზერ ინტერფეის ვიიქლ (მანქანა საინტერესო ინტერფეისით). წინა, ხუთკარიანი კონცეპციისგან განსხვავებით, ჟენევისთვის მომზადებულ მანქანას სამი კარი აქვს. მსიი სახურავი თითის ერთი დაჭერით იხსნება. სახურავის კონსტრუქციაში შედის უკანა საქარე მინა. სახურავი მანქანის უკანა ნაწილში იკეცება.
XIV-2-ის გაბარიტებია: სიგრძე 4166 მილიმეტრი, სიგანე 1820 მილიმეტრი, სიგანე 1566 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2600 მილიმეტრი. „სანიონის“ განცხადებით, ავტომობილი დიზელის და ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. ამასთან, ეს ავტომობილი ახალგაზრდა მყიდველისთვის იქნება განკუთვნილი.

No comments:

Post a Comment