Thursday, February 2, 2012

კონცეპტუალურ „კია ტრეკ’სტერს“ ჩიგაგოში გვიჩვენებენ

New Kia Track'ster Concept based on the Soul Heads to Chicago Auto Show
2 თებერვალი
ავტომობილი, რომელსაც ესკიზზე ხედავთ, „კიას“ მორიგი კონცეპტუალური მოდელი, სახელად „ტრეკ’სტერია“. ჰეჩბეკ/ქროსოვერ „სოულის“ ბაზაზე შექმნილ ამ ავტომობილს, კორეული კომპანია მას ჩიკაგოს მოტორ შოუზე წარადგენს.

„ტრეკ’სტერი“ „კიას“ კალიფორნიულ დიზაინ სტუდიაშია შემუშავებული და წინასწარი ვარაუდით, ის „სოულის“ სამკარიანი, სპორტული ვერსიაა. თუმცა, კორეული კომპანია გვამცნობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ დიზაინერების სავარჯიშოა და რომ მისი სერიული წარმოება დაგეგმილი არაა.
„კიას“ კალიფორნიული სტუდიის მთავარი დიზაინერი ტომ კერნსი ამბობს, რომ ამ კონცეპციით, „კიას“ იმის დემონსტრირება სურს, რომ „სოულის“ ბაზაზე, არაერთი საინტერესო ავტომობილის შექმნა და წარმოება შეიძლება. სხვათა შორის, კარგა ხანს, „კია“ კიდევ ერთი კონცეპტუალური მოდელის – „სოულ’სტერის“ წარმოებისთვის მზადებას არ ახმაურებდა, თუმცა ახლახანს კორეულმა კომპანიამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მალე მას ბაზარზე ვიხილავთ.
რაც შეეხება „ტრეკ’სტერს“, კორეული კომპანია წინასწარ გვამცნობს, რომ ეს ავტომობილი, ბენზინის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი (ლიტრაჟი უცნობია), რომლის სიმძლავრეც 247 ცხენის ძალაა. ეს ძრავი „კიამ“ ნათესავ კორეულ კომპანია „ჰიუნდაისგან“ მიიღო.

No comments:

Post a Comment