Saturday, March 31, 2012

კონცეპტუალური „ბეემვე i8 სპაიდერი“ პეკინის შოუზე გაგვეცნობა

BMW i8 Spyder Concept Photos Leaked Ahead of Beijing Auto Show Debut
31 მარტი
„ბეემვეს“ ჯერ ელექტრულ კუპე i8-ს წარმოება არ დაუწყია და უკვე მისი ღია ვერსიის ბაზარზე წამოწევას ცდილობს. ამაზე მეტყველებს ჩეხურ ვებგვერდ „ავტო ფორუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ფოტოები. ფოტოების რეალურობაზე შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ, მაგრამ დიდი დრო არ დარჩა პეკინის ავტო შოუს გახსნამდე, სადაც ბავარიული კომპანია კონცეპტუალურ „i8 სპაიდერს“ წარადგენს.
კონცეპტუალური ავტომობილი სერიულ კუპე i8-ზე არის ბაზირებული. ოღონდ, სახურავი არ გააჩნია და სავარძლების უკანა რიგიც ამოღებული აქვს, რადგან მისთვის სალონში ადგილი აღარაა. თანაც, მისი კარები გამჭვირვალე არაა. სხვა მხრივ, ორივე ავტომობილს დაახლოებით ერთნაირი აეროდინამიკური პაკეტი აქვს.
სპაიდერი კუპე i8-ს ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვა. მასში შედს ავტომობილის ბაზაში მოთავსებული 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავი, რომელიც 220 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. შიდაწვის ძრავი უკანა ბორბლებთანაა დაკავშირებული, ელექტროძრავი კი წინებს ატრიალებს.
ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 349 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 550 ნიუტონმეტრია. ძრავები მამოძრავებელი ძალით ავტომობილს ერთდროულადაც ამარაგებს და ცალ-ცალკეც. ამგვარად, სპაიდერი შეიძლება იყოს როგორც სრულამძრავიანი, ასევე წინა და უკანაამძრავიანი.
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ღია i8-ს შესახებ ბავარიელები პეკინის ავტო შოუზე გაგვაცნბენ...

No comments:

Post a Comment