Friday, April 20, 2012

როსბერგი ბაჰრეინშიც ჯერჯერობით უსწრაფესია

Rosberg fastest in Bahrain free practice
20 აპრილი
ფორმულა ერთში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, ნიკო როსბერგი ბაჰრეინშიც ჯერჯერობით ყველაზე სწრაფია. პირველი ორი პრაქტიკის ჯამში, სწორედ მას აქვს საუკეთესო დრო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაჰრეინული რბოლები ადგილობრივ პროტესტანტებსა და პოლიციას შორის მძაფრი შეტაკებების აკომპანიმენტით მიმდინარეობს. პირველ სესიაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, რომელიც ამ სეზონში მესამე ადგილებს მიეძალა. არადა, პირველ ორ ეტაპზე სტარტი პოულიდან აიღო.

„კარგად დავიწყეთ, თუმცა ჩვენი მიზანი კვლავ სარბოლი ტემპის გაზრდაა. აქ ყოველთვის ურთულეს პირობებში გვიწევს რბოლა. განსაკუთრებით კი საბურავები იტვირთება, რომელტა გაფრთხილებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს როსბერგი, რომელმაც პირველი გამარჯვება თავის 111-ე რბოლაში მოიპოვა.
ორი სესიის ჯამში, მეორე და მესამე საუკეთესო დროები „რედ ბულის“ მარკ უებერს და სებასტიან ფეტელს აქვთ. ჰამილტონმა მეორე სესიაზე მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა ის დილის შედეგზე ოდნავ უარესია.
საბურავების ფაქტორს მთავარ როლს ანიჭებს ჰამილტონიც, რომელიც ამბობს, რომ სიცხის გამო, რეზინი ძალიან რბილდება და ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს მანქანა ყინულზე სრიალებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ სამ რბოლას, ამდენივე განსხვავებული გამარჯვებული ჰყავს. სამაგიეროდ, ჯერ ერთი რბოლას არ მოუგიათ ფეტელს და ჰამილტონს, რომლებმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება იზეიმეს.
მეორე სესია გააცდინა „ფორს ინდიამ“, რომლის ორ თანამშრომელსაც წინა საღამოს ინციდნტი შეემთხვა - სასტუმროში დაბრუნებულებს, მათ ბენზინის ბომბები ესროლეს. გუნდმა ორივეს შინ გამგზავრების საშუალება მისცა და მეორე სესიაზე იმის გამო არ გამოვიდა, რომ სხვებისთვის დასვენების საშუალება მიეცა, რადგან მათ სასტუმროში დაბრუნება და იქ დასვენება ვეღარ მოახერხეს. გუნდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბობ ფერნლიმ განაცხადა, რომ „ფორს ინდია“ კვალიფიკაციის და რბოლის გაცდენას არ აპირებს.

ბაჰრეინის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:33.572
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:33.877
3. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:34.150
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:34.249
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:34.277
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:34.344
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                  1:34.483
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)              1:34.552
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:34.609
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:34.847
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:35.024
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:35.268
13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:35.436
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:35.497
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:35.719
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:35.929
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:36.195
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:36.330
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:36.484
20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:36.591
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:37.467
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:38.006
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:38.877
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)              1:39.996

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:32.816
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)             1:33.262
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:33.525
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)           1:33.747
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:33.862
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:34.246
7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:34.411
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:34.449
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:34.615
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:34.893
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:34.895
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:34.941
13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:35.183
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:35.229
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:35.459
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:35.913
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:35.968
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:36.169
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:36.587
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:37.803
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:37.812
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:39.649
23. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             არ გამოსულა
24. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) არ გამოსულა

No comments:

Post a Comment