Tuesday, May 1, 2012

„ჰიუნდაიმ“ პირველ კვარტალში მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა


Hyundai Sells Over a Million Vehicles in the First Quarter of 2012
1 მაისი
„ჰიუნდაის“ ჯგუფის ბიზნესის ბუმი გრძელდება. ამაზე მეტყველებს სამხრეთკორეული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პირველი კვარტლის შედეგები. რელიზში აღნიშნულია, რომ „ჰიუნდაიმ“პირველ კვარტალში  მთელს მსოფლიოში 1 072 679 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდში გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე 16.7 პროცენტით მეტია. აღნიშნული რიცხვიდან, კორეულ ბაზარზე რეალიზებულია მხოლოდ 154 800 ავტომობილი, დანარჩენი 917 879 ცალი კი უცხოეთში გაიყიდა.
პირველ კვარტალში „ჰიუნდაი მოტორის“ სუფთა მოგებამ 2.45 ტრილიონი ვონი (2.16 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რაც 30.6 პროცენტით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. 24.9 პროცენტით, 2.28 ტრილიონ ვონამდე (2.0 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა საოპერაციო მოგება.
კორეული ჯგუფის მეორე ბრენდმა, „კია მოტორსმა“ იგიგვე პერიოდში სულ 636 398 ავტომობილი, ანუ შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, 12.6 პროცენტით მეტი გაჰყიდა. შესაბამისად, კომპანიის სუფთა მოგება 26 პროცენტით, 1.2 ტრილიონ ვონამდე (1.1 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა, საოპერაციო მოგება კი 33 პროცენტით, 1.121 ტრილიონ ვონამდეა (990 მილიონ დოლარამდე) გაზრდილი.
შედარებისთვის, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის გაყიდვები 11.3 პროცენტით, 2.3 მილიონ ავტომობილამდეა გაზრდილი. აქედან მარტო „ფოლკსვაგენზე“ 1.2 მილიონი გაყიდული ავტომობილი მოდის.
„ჰიუნდაი“ ვარაუდობს, რომ მხოლოდ საკუთარი ბრენდით, წელს 4.3 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის, რაც 5.7-პროცენტიანი მატებაა. მთლიანად ჯგუფის (ჰიუნდაი და კია ერთად) გაყიდვებმა კი 7 მილიონს უნდა მიაღწიოს.

No comments:

Post a Comment