Thursday, May 24, 2012

პირველ პრაქტიკაზე ალონსო უსწრაფესია


Fernando Alonso tops first Monaco GP practice
24 მაისი
მონაკოს დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ყველაზე სწრაფი ფერნანდო ალონსო იყო, რომელმაც 0.365 წამით აჯობა ფრანგ რომენ გროჟანს. მესამე უსწრაფესი გამოსვლა კი „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს ჰქონდა. ალონსოს თავისივე შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა წრე, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, ვერ დაასრულა. ამის მიზეზი კი გახდა ინციდენტი, რომელიც გვირაბში მოხდა.

გვირაბი მონაკოს ტრასის ყველაზე სწრაფი ადგილია და სწორედ იქ დაეწვა ძრავი ჰეიკი კოვალაინენს. გვირაბში ბოლი დაგროვდა, რის გამოც, სესია შეაჩერეს. ბუნებრივია, ვერც ალონსომ შეძლო სწრაფი წრის დასრულება. სესია კარგა ხანს ისე მიმდინარეობდა, ტრასაზე ფავორიტებს ვერც ნახავდით. ამიტომ, პირველი 40 წუთის განმავლობაში, ტრასაზე „ტორო როსოს“ პილოტები ბატონობდნენ. მერე კი ჯერ მიხაელ შუმახერმა, შემდეგ კი გროჟანმა გაინავარდეს და უმცროსი „სკუდერიას“ ბატონობაც დაემხო. გროჟანი, ალონსო და ლუის ჰამილტონი იყო ის სამი მრბოლი, რომლებმაც საუკეთესო შედგისთვის იბრძოლეს და საბოლოოდ, ესპანელმა იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ხუთი რბოლა, ხუთი სხვადასხვა გუნდის ხუთ პილოტს აქვს მოგებული და დიდი შანსია იმისა, რომ მონაკოში მეექვსე ახალი გამარჯვებული ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, ბუკმეკერები ყველაზე მაღალ შეფასებას ჰამილტონის შანსებს აძლევენ, ვისაც ამ სეზონში ჯერ გამარჯვება არ აქვს.
მათ შორის, ვისაც ამ სეზონში ჯერ არცერთი რბოლა არ მოუგია, ჰამილტონის გარდა, მოგების ყველაზე მეტ შანსს ბუკმეკერები კიმი რაიკონენს აძლევენ, რომელსაც პირველ პრაქტიკაზე არ უასპარეზია. მან ეგრეთ წოდებული საინსტალაციო წრე კი გაიარა, მაგრამ მაშინვე ბოქსებში შეუხვია და იქიდან აღარც გამოსულა. საქმე ისაა, რომ მის მანქანაზე საჭის ახალი, მონაკოს შესაფერისი მექანიზმი ეყენა, რომელიც ფინელმა დაიწუნა.

მონაკოს დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:16.265
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:16.630
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:16.711
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:16.747
5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:16.760
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:16.843
7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:17.038
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:17.190
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:17.222
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:17.261
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:17.413
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:17.631
13. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:18.106
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:18.209
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:18.252
16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:18.302
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:18.617
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:19.039
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:19.341
20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:20.838
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:20.895
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:21.638
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:22.423
24. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)           დროის გარეშე

No comments:

Post a Comment