Friday, May 11, 2012

მეორე პრაქტიკა ბატონისაა


Button quickest in Spanish GP practice
11 მაისი

თუ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ფერნანდო ალონსო იყო, მეორეზე საუკეთესო დრო ვს ჰქონდა. თანაც, ბრიტანელი ორივე პრაქტიკის ჯამშიც უსწრაფესი გამოდგა. საინტერესოა, რომ მეორე პრაქტიკაზე, პირველსა და მეათე დროს შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო, პირველსა და მე-17-ს შორის კი - წამნახევარი. ეს კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ ამ სეზონში პელოტონის რიგები არნახულად შემჭიდროებულია.

სებასტიან ფეტელი ამჯერადაც მეორე უსწრაფესი გამოდგა. სამაგიეროდ, ალონსომ პოზიციები დათმო და მოწინავე პოზიციიდან, პელოტონის შუაგულში გადაინაცვლა. თუმცა, ამას მისი განწყობა არ გაუფუჭებია, რადგან მეორე სესიის დროს ის მანქანის მომართვის სხვადასხვა ვარიანტს ცდიდა.
თუ „ფერარიმ“ ტრასაზე მნიშვნელოვნად განახლებული მანქანა გამოიყვანა, „მაკლარენს“ ბევრი ცვლილება არ აქვს, თუმცა რაც მანქანაზე შეიცვალა, იმასაც ბევრი ხეირის მოტანა შეუძლია. ესაა აწეული ცხვირი, რომლის წყალობითაც, მანქანის უკანა ნაწილში ჰაერის უფრო მოწესრიგებული ჭავლი მიაღწევს და ამგვარად, მანქანის აეროდინამიკა გაუმჯობესდება.
ევროპული ეტაპების წინ, მანქანას მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია „ზაუბერმაც“ ჩაუტარა. სამაგიეროდ, პასიური იყო „ლოტუსი“, თუმცა ამის მიუხედავადაც, მისი ორივე პილოტი ცხრილის მოწინავე ექვსეულშია. თანაც, „მაკლარენის“ გარდა, მხოლოდ „ლოტუსის“ ორივე მრბოლმა შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა.
და მაინც, ვინ რამდენად ეფექტურად გამოიყენა სატესტო პაუზა, ეს კვალიფიკაციის დროს გამოჩნდება.


ესპანეთის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:23.399
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:23.563
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:23.771
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:23.909
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:23.918
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:23.964
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:24.065
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:24.080
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:24.214
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:24.365
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:24.418
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:24.422
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:24.468
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:24.600
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:24.688
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:24.733
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:24.769
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:25.047
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:26.296
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:26.740
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:27.314
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:27.664
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:28.235
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               დროის გარეშე

No comments:

Post a Comment