Friday, May 18, 2012

„მაკლარენი“ „MP4-12C სპაიდერს“ წელს გვიჩვენებს


McLaren MP4-12C Spider to be Introduced This Year
18 მაისი
„მაკლარენი“ რომ ორ ახალ ავტომობილზე - MP4-12C-ის ღია ვერსიასა და F1-ის შთამომავალზე მუშაობს, ამის შესახებ, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას, ინტერნეტში ხშირად წაიკითხავთ. მაგრამ ამჯერად თავისი რეპორტიორის მიერ უოკინგში მოპოვებულ ინფორმაციას, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ ავრცელებს.
პირველ რიგში, გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ღია ავტომობილს ალბათ „MP4-12C სპაიდერს“ დაარქმევენ. იქვე დასტურ ნათქვამია, რომ ამ ავტომობილის პრემიერა, წლის მეორე ნახევარში შედგება. სავარაუდოდ, ეს პარიზის მოტორ შოუზე მოხდება, რომელიც სექტემბერში ჩატარდება. თუ არა, მაშინ პრემიერისთვის საუკეთესო ადგილი ლოს ანჯელესის ავტო შოუ იქნება.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ „MP4-12C სპაიდერი“ იმავე 3.8-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელი ძალით კუპეს უზრუნველყოფს. ამ ძრავის სიმძლავრე არ შეიცვლება და მისი პიკი ისევ 593 ცხენის ძალა იქნება.
მეორე ავტომობილს ბაზარი უფრო მოუთმენლად ელის, რადგან ეს ბრიტანული კომპანიის ფლაგმანი უნდა გახდეს. ეს ავტომობილი ახლახანს გერმანიაში, ტესტირების დროს დააფიქსირეს. „მაკლარენი“ ამჯერადაც იმავე V8 ძრავს გამოიყენებს, თუმცა მისი მახასიათებლები მნიშვნელოვნად სეცვლილი იქნება. ამასთან, სუპერ ავტომობილის კონსტრუქციაში უხვად გამოიყენებენ კარბონის ბოჭკოს კომპოზიტს.
„ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ან წელს გვიჩვენებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან მომავალი წლის რომელიმე დიდ გამოფენაზე - დეტროიტში, ან ჟენევაში.




ასევე წაიკითხეთ

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/10/blog-post_1986.html

No comments:

Post a Comment