Friday, June 29, 2012

„ფიატმა“ ჩინეთში სედან „ვიაჯოს“ წარმოება დაიწყო

First Fiat Viaggio Sedan Rolls Off the Production Line in China
29 ივნისი
„ფიატმა“ და მისმა ჩინელმა პარტნიორმა „გუანჩჯოუ აუტომ“ დაასრულეს ქალაქ ჩანგშაში ქარხნის მშენებლობა, რომელმაც უკვე მუშაობაც დაიწყო და რომლის კონვეიერიც უკვე დატოვა პირველმა ავტომობილმა - სედანმა „ვიაჯომ“.
ახალი ქარხანა, რომელსაც 730 000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია, 787 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ინვესტიცია „ფიატმა“ და „გუანჩჯოუ აუტომ“, რომელიც ჩინეთში მეექვსე უდიდესი ავტოკომპანიაა, თანაბრად გაიღეს. პარტნიორები მასში წლიურად 140 000 ცალი „ვიაჯოს“ წარმოებას გეგმავენ.
სედანი „ვიაჯო“, იტალიური კომპანიის ამერიკელ თანაალიანსელ „კრაისლერის“ მოდელ „დოჯ დარტის“ სახეშეცვლილი ვერსიაა. მათ მხოლოდ ზოგიერთი გარეგნული დეტალი და ინტერიერი განასხვავებს. ჩინური ბაზრისთვის, „ვიაჯოს“ მყიდველს მხოლოდ ბენზინის ორი ტურბო ძრავით შესთავაზებენ. ორივე 1.4-ლიტრიანი T-ჯეტია, რომელთაგან ერთი 120, მეორე კი 150 ცხენის ძალას ავითარებს. მას კი 5-საფეხურიანი მექანიკური, ან ორმაგი ქუროთი აღჭურვილი ნახევრად ავტომატური კოლოფი უწყვილდება.

No comments:

Post a Comment