Tuesday, June 5, 2012

ალონსო: „ფერარისთვის“ მონრეალის რბოლა ინდიკატორია


Fernando Alonso says Montreal will be 'crucial indicator' for Ferrari's title bid
5 ივნისი
რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს იტალიურ გუნდის ამ სეზონში, ეს მონრეალში გამოჩნდება. ასე თვლის ჩემპიონატის ლიდერი ფერნანდო ალონსო, რომელიც კლასიფიკაციაში მხოლოდ სამი ქულით სჯობნის უახლოეს მდევრებს „რედ ბულიდან“, სებასტიან ფეტელს და მარკ უებერს.

მართალია, სეზონი მარანელოელებმა ფავორიტებად ვერ დაიწყეს, მაგრამ ალონსომ მალაიზიაში გამარჯვება მაინც მოახერხა, რასაც ესპანეთსა და მონტე კარლოში კვარცხლბეკზე ფინიშები მოჰყვა. ესპანელი მრბოლი სტაბილურობითაც გამოირჩევა - მას უქულოდ არცერთი რბოლა არ დაუსრულებია.
„ფერარი“ აღიარებს, რომ სეზონის დასაწყისში, მის მანქანას სიჩქარე და გზის საფართან ჩაჭიდება არ ჰყოფნიდა. ამ ორ მახასიათებელს კი მონრეალში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. და ალონსო ფიქრობს, რომ სწორედ კანადურ რბოლაში გამოჩნდება რეალურად, გუნდმა შეძლო, თუ არა ორივე ნაკლის გამოსწორება.
„ჩემი აზრით, ჩვენ ამ ორივე კომპონენტში გვაქვს პროგრესი. ამ მხრივ, მანქანისთვის კანადა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. იმედია, ამ რბოლაში ისევ კონკურენტუნრიან „ფერარის“ იხილავთ. ამას ჩვენთვის არამხოლოდ ერთი კონკრეტული რბლისთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მტელი სეზონისთვის“, - ამბობს ალონსო.
თუმცა, ესპანელი პროგნოზებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ ამ სეზონში ყველაფერია მოსალოდნელი. ყველას აქვს აღმასვლისა და კრიზისის პერიოდები. ამის შედეგი კი ისაა, რომ გასულ ექვს რბოლას, ექვსი სხვადასხვა გამარჯვებული (ხუთი გუნდიდან) ჰყავს.
„ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც მონრეალში კონკურენტუნარიანები ვერ ვიქნებით და საუკეთესო ადგილებისთვის ვერ ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ამ ეტაპზე ლიდერობა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი ისაა, თუ ვინ იქნება წინ ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ. ჯერჯერობით წინ ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მომატებაც შეგვიძლია. საჭიროა, რომ მანქანა უფრო სწრაფი იყოს და შეცდომები არ დავუშვათ. ყველაზე მთავარი კი სტაბილურობაა“, - დასძენს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment