Tuesday, July 3, 2012

„მერსედესი“ ახალი B-კლასის ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს

Mercedes Reportedly Confirms Electric Version of New B-Class for the States
3 ივლისი
გერმანულმა გამოცემა „აუტომობილვოხემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მერსედეს-ბენცი“ თავისი ახალი B-კლასის ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს და მას ამერიკის ბაზარზე შეიტანს. წყარო, რომლისგანაც გერმანულმა გამოცემამ ეს ინფორმაცია მიიღო, ასევე იტყობინება, რომ შტუტგარტელები ელექტრომობილს ამერიკაში 2014 წელს შეიტანენ.

იმავე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტრულ B-კლასზე ელემენტების ბლოკს, ელექტრო ძრავს და ელექტრომობილისთვის საჭირო სხვა კომპონენტებს, „ტესლა მოტორსისგან“ გამოიყენებენ. ცნობისათვის, იგივე კომპონენტებს „დაიმლერი“ ახალი „სმარტ ფორთუს“ ელექტრულ ვერსიაზეც იყენებს.
იგივე წყაროს ინფორმაციით, თავიდან „მერსედსს“ სურდა, რომ B-კლასის ელექტრომობილი ჰიბრიდული სისტემით აღეჭურვა, რომელშიც პატარა შიდაწვის ძრავი შევიდოდა. ამ ძრავის დანიშნულება კი მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ არჩევანი სუფთა ელექტრომობილზე შეჩერდა, რადგან ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ასეთი სვლა მარკეტინგულად უფრო მომგებიანი იქნება.
თანაც: „ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანები უფრო სასურველია, რადგან სვლის სიშორის გასაზრდლად შიდაწვის ძრავის გამოყენების შემთხვევაში, მანქანებზე ამერიკაში ნაკლები შეღავათები ვრცელდება“, - ამბობს „აუტომობილვოხეს“ წყარო. ანუ, გერმანულმა კომპანიამ სუფთა ელექტრომობილი სწორედ ამერიკის გამო აირჩია.
მეორე ტაობის B-კლასის ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი შტუტგარტელებს ჯერ არ წარმოუდგენიათ. სავარაუდოდ, პირველად მას პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment