Wednesday, October 24, 2012

სერიულ „აკურა NSX-ის“ დებიუტი დეტროიტში შედგება!


Acura NSX production car headed for Detroit debut?
24 ოქტომბერი
დეტროიტის მოტორ შოუზე, საზოგადოება პირველად იხილავს „აკურას“ სერიულ სპორტულ ავტომობილ NSX-ს, რომელსაც „ჰონდას“ თაყვანისმცემლები დიდი ხანია, ელოდნენ. ეს ინფორმაცია გამოცემა „ავტოექსპრესს“, სან პაულუს მოტორ შოუზე, „ჰონდას“ ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა გაუმხილა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

იაპონურმა კომპანიამ, ხელმისაწვდომი სუპერ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია სწორედ სან პაულუში წარადგინა. გამოფენაზე, იმავე წყარომ განაცხადა, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსია გარეგნობით კონცეპტუალურის იდენტური იქნება. სხვათა შორის, იგივე კონცეპტუალური ავტომობილი, „აკურამ“ დეტროიტის წლევანდელ გამოფენაზეც წარადგინა.
კონცეპტუალური „აკურა NSX“ არის შუაძრავიანი, ორკარიანი სპორტული ავტომობილი, რომელიც მსუბუქი მასალებისგანაა დამზადებული. მას მამოძრავებელ ძალას ჰიბრიდული სისტემა ანიჭებს, რომელშიც შედის როგორც ბაზაში მოთავსებული V6 შიდაწვის ძრავი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს აწვდის, ასევე ორი ელექტროძრავი, რომლებიც წინა ბორბლებს ატრიალებენ.
ამ მანქანის საინტერესო თავისებურებაა ის, რომ ეს ორი ელექტროძრავი, ბორბლებს წინ, ან უკან ატრიალებს, რითაც ავტომობილის მართვაშიც ღებულობენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვილ ტრანსმისიაშიც ერთი პატარა ელექტროძრავია მოთავსებული. „ჰონდა“ ირწმუნება, რომ ახალ NSX-ს სუპერ ავტომობილისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი ექნება. თუმცა, ჯერ არც მის დინამიკურ მახასიათებლებს და არც ჰიბრიდული აგრეგატის მონაცემებს გვიმხელს.
სხვათა შორის, „აკურამ“ კონცეპტუალური NSX პირველად შარშან გვიჩვენა და მაშინ გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე დაახლებით სამ წელიწადში გამოვა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს გაცილებით ადრე მოხდება...

No comments:

Post a Comment