Tuesday, November 6, 2012

„ბეემვე“ i4-ს ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარადგენს

BMW bringing i4 concept to LA Auto Show
5 ნოემბერი
„ბეემვეს“ თავის ახალ ქვებრენდ i-ს სახელით, ავტომობილების სერიული წარმოება არ დაუწყია, თუმცა კონცეპტუალურ ავტომობილებს ინტენსიურად გვაცნობს. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ბავარიელებმა უკვე გაგვაცნეს საქალაქო ჰეჩბეკი i3 (ფოტოზე) და სპორტული i8. და აი, ლოს ანჯელესის ავტო შოუს დამთვალიერებელთა წინაშე, i4-ც წარსდგება.
ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლ’აუტომობილი“ ავრცელებს. მისი ვერსიით, ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, i3-ის სპორტული ვერსია იქნება. ამ ინფორმაციას, გერმანული კომპანია ჯერჯერობით არ ადასტურებს. „ლ’აუტომობილი“ კი დასძენს, რომ i4-ს სპორტული სილუეტი, დაბალი და უკნისკენ დაქანებული სახურავი ექნება. და რა თქმა უნდა, თუ მას კონვეიერამდე მიღწევა უწერია, i3-ზე ძვირი ეღირება.
სავარაუდოდ, i4-ს ზუსტად ისეთივე აგებულება ექნება, როგორიც i3-ს აქვს. ავტომობილის სტრუქტურა, კარბონის კომპოზიტისგან შექმნილ მზიდ მონოკოკურ ელემენტს დაეყრდნობა, მამოძრავებელ ძალას კი მას იგივე 170-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავი მიანიჭებს, რომელიც ბავარიელებმა ხუთკარიან ჰეჩბეკზე გამოიყენეს.
ლოს ანჯელესის ავტო შოუ ამ თვის ბოლოს დაიწყება.

No comments:

Post a Comment