Wednesday, November 14, 2012

ასე იხვეწებოდა „SLS AMG ბლექ სერიზის“ თიხის სკულპტურა

Watch the SLS AMG Black Series Come to Life in Clay!
14 ნოემბერი
გაინტერესებთ, როგორ მუშაობდნენ AMG-ს სპეციალისტები სუპერ ავტომობილ SLS-ზე, რომელიც „მერსედეს-ბენცმა“ ახლახანს ვერსია „SLS AMG ბლექ სერიზის“ სახით გაგვაცნო? როგორ იხვეწება ისედაც უკვე ლეგენდარული ავტომობილის ფორმები? ავტომობილზე, რომელიც 6.3-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი (631 ცხენის ძალით)? ავტომობილზე, რომელშიც მდიდარი ენთუზიასტები ბევრი ფიქრის გარეშე იხდიან ნახევარ მილიონ ევროს? ავტომობილზე, რომლის მიწოდებასაც გერმანული კომპანია ზაფხულში დაიწყებს?


ამ ვიდეოზე ამ პროცესს აჩქარებულ რეჟიმში ნახავთ. თუმცა ესეც საინტერესოა. მოხერხებულმა რეჟიშორმა საათობით შესრულებული სამუშაო ორ წუთში ჩაატია. კლიპის ბოლოს ჩანს, როგორ ახვევენ დასრულებულ თიხის სკულპტურას კილიტის ფურცლებში და სადემონსტრაციო სახეს აძლევენ.
და ბარემ ამ შესანიშნავი ავტომობილის ტემპერამენტსაც გაგაცნობთ: ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.6 წამში ასწრებს, მაქსიმალური სჩქარე კი 315 კმ/სთ-ია. ამგვარად, ასამდე აჩქარების დრო 0.1 წამითაა შემცირებული, მაქსიმალურმა სიჩქარემ კი თითქმის 2 კმ/სთ-ით მოიკლო...

შეცვლილია შასი, გაგანიერდა ბორბლების კვალი, შეიცვალა ელექტრონული სისტემების პროგრამები, დადაბლდა საკიდარი, დაიხვეწა მუხრუჭები. წინა ნაწილი 19-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, უკანა კი - 20-დუიმიანზე. რა თქმა უნდა, შეიცვალა ავტომობილის აეროდინამიკური პაკეტი.
და, ფოტოებიც დაათვალიერეთ...

ვიდეო

No comments:

Post a Comment