Friday, September 14, 2012

„მერსედესი“ შუმახერს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს

Mercedes offering Schumacher 2013 contract - report
14 სექტემბერი
ფ1-ის პადოკში ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ლუის ჰამილტონი „მერსედესში“ გადადის, სადაც მიხაელ შუმახერს შეცვლის. მაგრამ როგორც ირკვევა, სამქიმიანებს სხვა გეგმები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ისინი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელებას სთავაზობენ.
გაზეთი „ბილდი“ იუწყება, რომ მოლაპარაკება გუნდსა და შუმახერს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს. სამქიმიანები თავიანთ ტიტულოვან მრბოლს კონტრაქტის ერთი სეზონით გაგრძელებას სთავაზობენ, შუმახერს კი სურს, რომ ამ ერთი სეზონის შემდეგ, კონტრაქტის ცალმხრივად, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების უფლება ჰქონდეს.
„მერსედეს-ბენცის“ მოტორსპორტის პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი ამბობს, რომ მხარეებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ და ისინი თავიანთი მოთხოვნების შეჯერებას აგრძელებენ. გუნდს კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდ აქვს ნიკო როსბერგთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შუმახერი დარჩება, სამქიმიანების კარი ჰამილტონისთვის დაიკეტება.
როგორც „ბილდი“ იუწყება, ბრიტანელი მრბოლი „მერსედესისგან“ გასამრჯელოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. იმავდროულად, არის ლაპარაკი იმაზეც, რომ ჰამილტონი როსბერგის ადგილს დაიკავებს, ნიკო კი „მაკლარენში“ გადავა. ამ ჯვარედინ გარიგებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია იმ ფაქტსაც, რომ „მაკლარენი“ „მერსედესის“ ძრავებს იყენებს.
სხვათა შორის, ამ თემას ეხმაურება გამოცემა „მოტორსპორტ-მეგზინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია, რომელზე თანდართუ კარიკატურაზეც, ჰაუგი „მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს ეუბნება: „კეინ ლუის, კეინ მოტორენ“, რაც ნიშნავს: „არა ლუისი, არა ძრავები“...



ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს


No comments:

Post a Comment