არჩევანი კი შეზღუდულია
Porsche's China boom restricts choices for buyers
3 ივლისი
განსაკუთრებული მოთხოვნა უგზოობის „კაიენზეა“, რომლის შეძენის მსურველებსაც ორწლიანი რიგის დაკავება უწევთ. თუმცა, ზოგს რიგში დგომა არ სურს და „კაიენის“ ნაცვლად „911 კარერას“, ან სხვა მოდელს ყიდულობს. ნუ გაიკვირვებთ, ბევრია ისეთი, რომელსაც უბრალოდ, „პორშეს“ ავტომობილის შეძენა სურს და თუ არ იქნება უგზოობის მოდელი, იყოს სპორტული, რა მნიშვნელობა აქვს...
„ძალიან მინდოდა „კაიენის“ შეძენა, მაგრამ შოურუმში მსგავსი ვერაფერი ვნახე. უფრო მეტიც, მითხრეს, ორი წელი ლოდინი მოგიწევსო“, - ამბობს ვინმე 32 წლის ლიუ იორონი, ვისაც ბიზნესი ქიმიურ მრეწველობაში აქვს და შოურუმში „კაიენი“ რომ არ დახვდა, იქიდან „911 კარერა“ გამოიყვანა...გერმანული კომპანიებიდან, ჩინეთში 30-ზე მეტი პროცენტით გაყიდვები „მერსედეს ბენცსაც“ გაეზარდა. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა მთლიანად ცისქვეშეთში, პირველ კვარტალში გაყიდვების ზრდა 8.1 პროცენტამდეა შენელებული. და ამ ფონზე, ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ მყიდველი უფრო მეტ მნიშვნელობას ბრენდების ავტორიტეტს ანიჭებს.
ცნობისათვის, „კაიენის“ საბაზო ვერსია ჩინეთში 893 000 იუანი (დაახლოებით 137 000 დოლარი) ღირს, მის უახლოეს კონკურენტ „ბეემვე X6-ის“ ფასი კი 1.05 მილიონი იუანია. სხვათა შორის, ჩინეთში ორივე ავტომობილის ფასი, მათსავე ამერიკულ ფასებზე თითქმის ორჯერ მეტია.
„პორშე“ იმედოვნებს, რომ წელს პირველად გადალახავს გაყიდვების 100-ათასიან ზღვარს, 2018 წელს კი მისი გაყიდვები 200 ათასს მიაღწევს. რა თქმა უნდა, მეტწილად ეს ჩინურ ბაზარზე აქტიურობის და ჩინელი მყიდველის მოთხოვნების გათვალისწინების შედეგი იქნება. მაგალითად, „პორშემ“ თავისი მოდელებისთვის ახალი ფერი, სახელით „ჩაინა პინკ“, მხოლოდ იმის გამო შეიმუშავა, რომ ასე მოინდომა მისმა ერთმა სუსტი სქესის მყიდველმა (ქალაქ ჩონპინიდან), რომელსაც ამ ფერის თვალის ჩრდილი ჰქონდა და სურდა, რომ მისი „კაიმანიც“ ვარდისფერი ყოფილიყო...
თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოდელო გამის გაფართოებასაც - მისი მომდევნო სიახლე კომპაქტური კუპე იქნება, რომელსაც კომპანია „ფოლკსვაგენთან“ ერთად შეიმუშავებს. ასევე განიხილება კომპაქტური ქროსოვერის (რომლის სავარაუდო სახელიცაა კაიუნი) გამოშვების საკითხი.
სხვათა შორის, „კაიენზე“ ორწლიანი რიგები მარტო იმის გამო დადგა, რომ დეფიციტურია მისი 3.0-ლიტრიანი ძრავი, რომელსაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სხვა კომპანიებიც იყენებენ. ჰოდა, საწარმო, რომელიც ამ ძრავს უშვებს, მოთხოვნებს ვერ აუდის... ამ ეტაპზე, „პორშე“ სწავლობს ამ ძრავის წარმოების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობებს და ამგვარად, ამ აგრეგატით აღჭურვილ “კაიენზე“ რიგების ნახევარ წლამდე შემცირებას იმედოვნებს.ბრიოკერის თქმით, არაა გამორიცხული, რომ „პორშემ“ კომპაქტური „კაიუნი“ ჩინეთში აწარმოოს. წარმოების რენტაბელობისთვის საჭიროა, რომ ქარხანა ერთ მოდელს 25 000-იანი ტირაჟით აწარმოებდეს. და თუ ჩინეთში „კაიუნზე“ ამ ოდენობით მოთხოვნა იქნება, მაშინ იქ ქარხნის აშენებასაც აზრი აქვს.
და ისევ „კაიენზე“ გრძელი რიგების შესახებ. ეს გარემოება „პორშესთვის“ არასასურველია, რადგან ის მყიდველი, რომელსაც ლოდინი არ სურს, „კაიენის“ ყიდვას გადაიფიქრებს და „ბეემვეს“ დილერს მიაკითხავს, სადაც X6-ის ყიდვა თავისუფლად შეიძლება...
No comments:
Post a Comment