Sunday, November 18, 2012

„ფორდ რეინჯერი“ წლის საუკეთესო პიკაპად დაასახელეს


Ford Ranger Wins International Pick-Up Award 2013 in Dublin
18 ნოემბერი
დუბლინში (ირლანდია) ჩატარებულ სატრანსპორტო გამოფენაზე, წლის საუკეთესო პიკაპის წოდება „ფორდ რეინჯერს“ მიენიჭა. ეს აღიარება ავტომობილმა როგორც უგზოობის, ასევე საგზაო შესაძლებლობების, ძლიერი ძრავის, კარგი ტვირთამწეობის, გამწეობის და უსაფრთხოების მაღალი დონის გამო მიიღო. „რეინჯერი“ კონკურსის ჟიურის უკლებლივ ყველა წევრის რჩეული გახდა.

გამარჯვებულმა 47 ქულა მოაგროვა, რაც მეორე და მესამე ადგილებზე გასული „ისუძუ D-მაქსის“ და „ფოლკსვაგენ ამაროკის“ მიერ დაგროვილი ქულების ჯამზე მეტია. სხვათა შორის, „რეინჯერი“ ახლახანს „ფორდის“ კიდევ ერთი გლობალური პროდუქტი გახდა და ის ევროპაშიც ხელმოსაწვდომია. ძველ კონტინენტზე, „ფორდი“ მყიდველს როგორც 4X2, ასევე 4X4 ტრანსმისიით აღჭურვილ „რეინჯერს“ სთავაზობს.
„რეინჯ როვერი შესანიშნავი ყველგანმავალია, რომელშიც კომფორტი და უგზოობის ავტომობილის თვისებებია შერწყმული“, - განაცხადა ირლანდიელმა ჟურნალისტმა ჯარლათ სუინიმ. „ეს ავტომობილი შესანიშნავია როგორც სამუშაოსთვის, ასევე დასვენებისთვისაც. ამას კი მომხმარებელი მაშინვე იგრძნბს, როგორც კი რეინჯერის საჭეს მიუჯდება. ეს პრესტიჟული ჯილდო არის ჩვენი გლობალური პროდუქციის გუნდების შრომის აღიარება და დაფასება. მალე ისინი სრულიად ახალ „ტრანზიტსა“ და „ტრანზიტ კონექტზე“ მუშაობას დაასრულებენ, რომლებიც ბაზარზე მერმისს გამოვა“, - ამბობს „ფორდის“ ევროპული შტოს გლობალური კომერციული ავტომობილების ხაზის დირექტორი პოლ რენდლი.

No comments:

Post a Comment