Friday, July 1, 2011

„აუდი კვატრო კუპე“ მწვანე შუქს ელის

Audi Quattro Coupe May be Given the Green Light
1 ივლისი
პარიზის შარშანდელ საავტომობილო გამოფენაზე, „აუდის“ კონცეპტუალურმა „კვატრომ“ სპეციალისტთა და დამთვალიერებელთა აღფრთოვანება გამოიწვია. მაგრამ რაოდენ დიდი იყო მათი გაწბილება, როცა გამოცხადდა, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი კონცეპტქარი იყო, რომლითაც ინგოლშტადტელებმა ლეგენდარული „კვატროს“ 30 წლის იუბილე აღნიშნეს. და მაინც, დარჩა იმის იმედი, რომ ამ შესანიშნავ ავტომობილს მომავალი ექნებოდა...

ამერიკულმა ინტერნეტ ჟურნალმა „ინსაიდ ლაინმა“ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცის იმის შესახებ, რომ „აუდის“ ხელმძღვანელობა „კვატროს“ მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ფრანკფურტის ავტო შოუმდე (რომელიც სექტემბერში ჩატარდება) მიიღებს.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა „აუდის“ სპორტულ დივიზიონ „კვატროს“ შეფმა შტეფან რაილმა. მისი თქმით, „კვატროს“ შესახებ გადაწყვეტილების მიღებას „აუდი“ უფრო ადრე აპირებდა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო, მცირე ხნით გადაიდო. რაილი იმედოვნებს, რომ „კვატროს“ მწვანე შუქს აუნთებენ, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამ შემთხვევაშიც, სასურველ ავტომობილს ძალიან ცოტას - წლიურად მხოლოდ 500-1 000 ცალს დაამზადებენ.
კონცეპტუალური „კვატროს“ მსგავსად, მისი სერიული ვერსიაც მსუბუქი მასალებისგან დამზადდება. რაც შეეხება ძრავს, მას RS5-სგან მიიღებს. რომელ აგრეგატზეა ლაპარაკი, ჯერ დაკონკრეტებული არაა, თუმცა მისი მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ესაა 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუავებს. ამ აგრეგატით, RS5 ადგილიდან ასს 4.6 წამში ავითარებს. თუმცა, რაილი დარწმულებულია, რომ „კვატროსთვის“ ეს ძრავი კიდევ უფრო „გაბრაზდება“ და ის გრძივად განლაგდება.
და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, „კვატროს“ წარმოების დაწყებამდე, მინიმუმ 3 წელი მაინც გავა...

No comments:

Post a Comment