Monday, November 7, 2011

ტოკიოში ”სუბარუ” კუპე BRZ-ის სერიულ ვერსიას წარადგენს

Subaru Teases Production BRZ Coupe Ahead of Tokyo Motor Show
7 ნოემბერი
სხვადასხვა საავტომობილო ფორუმებზე გამჭვირვალე კონცეპტუალური მოდელის ჩვენებების შემდეგ, ”სუბარუმ”, ბოლოსდაბოლოს თავისი ახალი კუპეს რეალური და თანაც უკვე სერიული ვერსიის ჩვენება ტოკიოს ავტო შოუზე გადაწყვიტა. მანამდე კი ამ ავტომობილის ჯერ ისევ კონცეპტუალურ ვერსიას, ლოს ანჯელესის შოუზე ვნახავთ.
ავტომობილის სახელია BRZ და სანამ საზოგადოების წინაშე წარსდგება, მისადმი პრესის ინტერესს იაპონური კომპანია ფოტო ტიზერების გავრცელებით აღვივებს. პირველი ტიზერით, ”სუბარუმ” მხოლოდ მისი წინა ნაწილი დაგვანახა, რომლის მიხედვითაც შეიძლება იმის თქმა, რომ ის ამავე ავტომობილის კომპიუტერულ ესკიზებზე ნაჩვენებ ვერსიას ჰგავს.
ავტომობილი ამ ნწილში ყურადღებას იქცევს რადიატორის ექვსკუთხა ფორმა, რომელიც ბოლო ხანს, სხვადასხვა მწარმოებლებში ძალიან პოპულარულია. ის შუაზე ჰყოფს ბამპერს, რომლის ორივე კიდის ძირში არსებულ ფოსოებშიც, გაბარიტული და ნისლსაწინააღმდეგო ფარები მოუთავსებიათ. ამავე ფოსოში დაეტია მუხრუჭებისთვის გამაგრილებელი ჰაერის ამღები ორი ლაყუჩიც.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა BRZ-ის ”ტოიოტასეული” ვერსიის, კუპე FT-86-ის ფოტოები, რომლებიც ამ ავტომობილის ბროშურიდანაა გადაღებული. იმ ფოტოსა და ”სუბარუს” ტიზერის მიხედვით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ ორ ავტომობილს წინიდან მხოლოდ ბამპერი და მთავარი ფარები განასხვავებს.
ტიზერის გარდა, ”სუბარუმ” თავისი ახალი უკანაწამყვანბორბლიანი კუპეს შესახებ მწირი ინფორმაციაც გაავრცელა. კერძოდ, კუპეს ”სუბარუსეული” ვერსია ”ტოიოტასაზე” 12 მილიმეტრით მაღალია (1300 და 1288 მმ). დანარჩენი გაბარიტები კი მათ ერთნაირი აქვთ. განსხვავებულია ძრავებიც - ”სუბარუს” კუოე 2.0-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.
სხვათა შორის, BRZ ”სუბარუს” პირველი უკანა წამყვანბორბლიანი სპორტული ავტომობილია და ის ბაზარზე მომავალი წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment