Major fire breaks out in Williams garage after
Spanish Grand Prix
13 მაისი
„უილიამსს“ პასტორ მალდონადოს გამარჯვების რიგიანად აღნიშვნა არ დასცალდა - გუნდს ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდა, როცა მის ბოქსში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი უმალ მოედო ბოქსს და მეზობელი ბოქსების პერსონალი რომ არა, ვინ იცის, ეს რით დასრულდებოდა.

ხანძრის მომენტში, მალდონადო ბოქსთან მდგარა და
როგორც კი ბოლი შეუნიშნავს, თავისი 12 წლის ბიძაშვილი ზურგზე შემოისვა და ხიფათს
მოაშორა. ეს მომენტი ვიღაცამ ტელეფონით გადაიღო. ხანძრის გაჩენის მომენტში, „უილიამსის“
ბოქსში მხოლოდ ბრუნო სენას ბოლიდი იდგა. გამარჯვებულის მანქანა ამ დროს
სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებოდა, რათა სტიუარდებს მისთვის სავალდებულო ტექნიკური
შემოწმება ჩაეტარებინათ.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდნრე სეზონში, ბოქსებში
მომხდარი მეორე ხანძარია. პირველი მალაიზიის დიდი პრიზის დროს მოხდა. მაშინ ცეცხლი
„ლოტუსის“ სტუმრების მისაღებ ადგილას გაჩნდა.
ვიდეო
No comments:
Post a Comment