Monday, September 10, 2012

„რევენტონი“ „მიცუბიში ეკლიპსის“ ბაზაზე

Ukrainian man turns Eclipse into quasi-Reventon
10 სექტემბერი
ერთ დროს, სუპერ ავტომობილების რეპლიკების დასამზადებლად, ხელმარჯვე ოსტატები „პონტიაკ ფიეროს“ იყენებდნენ. მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“ თავისი ერთ-ერთი უძველესი ბრენდი „პონტიაკი“ და მასთან ერთად, „ფიეროც“ ისტორიას ჩააბარა. თითქოს, რეპლიკების მწარმოებლებს დონორი ავტომობილის დეფიციტი უნდა შეჰქმნდათ, მაგრამ ისინი „მიცუბიში ეკლიპსმა“ გადაარჩინა.


„ეკლიპსის“ სუპერ ავტომობილად გარდაქმნის ნიმუში ახლახანს უკრაინაში გამოჩნდა. თუ რეპლიკების თანამედროვე მწარმოებლები ძარის დასამზადებლად შუშის ბოჭკოსა და ეპოქსიდის კომპოზიტს იყენებენ, უკრაინელმა ენთუზიასტმა (რატომღაც, მის ვინაობას ვებგვერდი ინგლიშრაშა.კომ არ აქვეყნებს) ამისათვის თუნუქი გამოიყენა და... „ლამბორგინი რევენტონი“ შექმნა.

ახლახანს ჩვენ ჩინელი ენთუზიასტი გაგაცანით, რომელმაც ჯართიდან ააწყო „ლამბორგინი რევენტონის“ მსგავსი მანქანა. მაშინაც ძარა თუნუქისგან შეიკრა. უკრაინელმა ოსტატმა, სასურველი ფორმების მისაღებად, ფოლადის მავთულები გამოიყენა, რომლისგანაც ამათუიმ დეტალის ჩარჩოს ქმნიდა და მასზე თუნუქის ფურცელს ადუღებდა. მოკლედ, გემოვნებაზე არ დაობენ. სამაგიეროდ, ამ უკრაინელს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მის ფარეხში თვითნაკეთი „რევენტონი“ დგას...

ასევე წაიკითხეთ

ქართული ”ლამბორგინი”


No comments:

Post a Comment