Monday, September 10, 2012

ალონსოს რბოლისას მანქანა დაუზიანდა

Fernando Alonso's car suffered "big damage" during clash with Vettel, according to Ferrari
10 სექტემბერი

„ფერარის“ განცხადებით, ფერნანდო ალონსოს მანქანა სერიოზულად დაზიანდა მაშინ, როდესაც ესპანელი მრბოლი სებასტიან ფეტელმა ტრასის მიღმა, ბალახებში გარიყა. ისინი მოსახვევ კურვა გრანდეში პოზიციისთვის იბრძოდნენ, როდესაც ალონსო ტრასის მიღმა აღმოჩნდა.


მიუხედავად იმისა, რომ ფეტელს მკვეთრი მანევრი არ შეუსრულებია და თავის ტრაექტორიაზე მოძრაობდა, სტიუარდებმა მომხდარში ის დაადანაშაულეს და პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს. ამასთან, სანამ ფეტელი სასჯელს მოიხდიდა, ალონსომ მას მაინც გაასწრო. რბოლის შემდეგ კი იტალიური გუნდის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ალონსოს ძალიან გაუმართლა, ფინიშთან რომ მიაღწია.


„ჩვენს მანქანას სერიოზული პრობლემა ჰქონდა. თუ შეამჩნიეთ, მისი უკანა მარცხენა ნაწილი დაზიანებული იყო. წინასწარ ამის თქმა ძნელია, თუმცა აშკარაა, რომ სახეზეა მექანიკური დაზიანება. რბოლის მიწურულს რადიოთი ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად შეეკავებინა თავი კერბებზე გავლისგან, რადგან ამით შეიძლება სერიოზული პრობლემა შექმნოდა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მან რბოლის დასრულება შეძლო“, - განაცხადა „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.
„რედ ბული“ და ფეტელი თვლიან, რომ ამ ინციდენტისთვის ჯარიმას არ იმსახურებდნენ, თუმცა დომენიკალი ასე არ ფიქრობს. ის თვლის, რომ გერმანელმა მრბოლმა არ დაიცვა FIA-ს განმარტება მრბოლის მიერ პოზიციის დაცვისთვის ნებადართული ქმედებების შესახებ.
დომენიკალის კარგი არგუმენტი აქვს: FIA-ს განმარტებით, წინ მიმავალი მრბოლი ვალდებულია, შემტევს დაუტოვოს საკმარისი დერეფანი მანევრისთვის, თუ უკანა მანქანის ნაწილი, წინ მიმავალის უკანა ბორბლის გვერდით აღმოჩნდება. მაგრამ სამწუხაროდ, ამავე განმარტებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რა მოუვა 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ მანქანას, თუ ის მოულოდნელად (ზემოთ ნახსენები განმარტების შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში) შეიცვლის ტრაექტორიას...
დომენიკალიმ მონცაზე შარშანდელი რბოლის ინციდენტიც გაიხსენა, რომელშიც ისევ ფეტელი და ალონსო იყვნენ გარეულნი, ოღონდ მაშინ ალონსო იცავდა პოზიციას და ზუსტად იგივე მოხდა - ფეტელს ბალახებში გავლა მოუხდა. დომენიკალის თქმით, შარშანდელი ინციდენტი განსხვავებული იყო...




ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს


No comments:

Post a Comment