Friday, September 28, 2012

ჰამილტონი „მერსედესში“

Hamilton to partner Rosberg at Mercedes
28 სექტემბერი
„მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდმა, მომავალი სეზონისთვის თავისი პილოტების ვინაობა გამოაქვეყნა - ნიკო როსბერგთან ერთად, სამქიმიანების მანქანით ლუის ჰამილტონი იასპარეზებს. ჰამილტონმა „მერსედესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამგვარად, უკონტრაქტოდ დარჩა მიხაელ შუმახერი, რომელსაც „მერსედესან“ სამწლიანი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.
„ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევის დრო დადგადა მიხარია, რომ კარიერის ახალ ეტაპს, „მერსედეს AMG პეტრონასთან“ ერთად ვიწყებ. „მერსედეს-ბენცს“ მოტორსპორტში განსაკუთრებული მიღწევები აქვს და ახლა მასთან ერთად გამარჯვების შანსი მეძლევა. ჩვენ ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ გამარჯვებულ გუნდად. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და მჯერა, ვერცხლისფერ ისრებს მოწინავეთა შორის დაბრუნებაში დავეხმარები და მსოფლიო ჩემპიონატში ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ფ1-ში „მაკლარენმა“ მოიყვანა და ამ გუნდში ექვსი სეზონი გაატარა.
თუმცა, „მაკლარენის“ გარდა, ჰამილტონის კარიერაზე „მერსედესიც“ ადრეული წლებიდანვე ზრუნავდა. საინტერესოა ისიც, რომ 2000 წელს, კარტინგის ფორმულა A-ში, ჰამილტონის თანაგუნდლი ნიკო როსბერგი იყო, რომელთანაც ბავშვობიდან მეგობრობს. ფორმულა სამის ევროსერიაში ორი სეზონი გაატარა, სადაც „მერსედეს-ბენცის“ ძრავებით ასპარეზობდა. 2005 წელს ამ სერიის ჩემპიონი გახდა. 2007 წელს „მაკლარენმა“ ფ1-ში მოიყვანა და მას შემდეგ, ამ გუნდის მანქანით 104 ებოლაში იასპარეზა. იმავე სეზონში, ჩემპიონობამდე ერთადერთი ქულა დააკლდა, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონი გახდა.
„ძალიან გახარებული ვარ ლუისის ჩვენთან გადმოსვლით. ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია. მე ვამაყობ იმით, რომ ლუისი ჩვენს ხედვას იზიარებს და აქვს იმის ამბიცია, რომ ვერცხლისფერ ისრებთან ერთად მიაღწიოს წარმატებებს. მჯერა, რომ ლუსის და ნიკოს კომბინაცია, მომავალ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და განსაცვიფრებელი იქნება. მათთან ერთად კი ჩვენ დიდი მიღწევების მოლოდინში ვართ“, - განაცხადა „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა.
ჰამილტონის „მერსედესში“ გადასვლამ, შუმახერი ჯერჯერობით ადგილის გარეშე დატოვა. იმ სამ სეზონში, რაც ფ1-ში დაბრუნდა, „მერსედსის“ მანქანით შუმის მხოლოდ ერთი მესამე ადგილი აქვს, რომელიც ამ სეზონში, ვალენსიაში დაიკავა. ამ ეტაპზე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი თავის მომავალზე არაფერს ამბობს. არის ვარაუდი, რომ ის „ფერარიში“ ან „ზაუბერში“ გადავა, ან შეიძლება სულაც წავიდეს.
და კიდევ ერთი სიახლე - მომავალი სეზონიდან, ვერცხლისფერი ისრების გუნდში ნიკი ლაუდაც გადავა. ის იქ საჯინიბოს დირექტორთა საბჭოს არააღმასრულებელი თავმჯდომარე იქნება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ლაუდას დაავალა გერმანულმა კომპანიამ ჰამილტონის გადაბირება. მაგრამ მაშინ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ეს ინფორმაცია უარყო და დაბეჯითებით განაცხადა, რომ ბრიტანელი პილოტი „მაკლარენში“ რჩება...

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment