Sunday, November 11, 2012

სერბი დიზაინერი საკუთარ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილზე ოცნებობს


Serbian Designer Dreams up his Own Supercar Concept
11 ნოემბერი
ნიკოლა ნოვაკი ახალგაზრდა სერბია და თავის თავს მოყვარულ დიზაინერს უწოდებს. ის მომავლის სპორტული ავტომობილების გარეგნობაზე მუშაობს. მას სურდა, ქოვენთრის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტში, ან სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის ხელოვნების აკადემიაში ესწავლა, მაგრამ ამის ფული არ აღმოაჩნდა.

ამის მიუხედავად, ნოვაკს საკუთარ იდეებზე მუშაობა არ შეუწყვეტია. მისი რამდენიმე პროექტიდან, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სუპერ ავტომობილი „ექსონა“. საინტერესოა, რომ ეს კონცეპცია სერბმა დიზაინერმა არა რომელიმე ბრენდისთვის, არამედ დამოუკიდებელ პროექტად შეიმუშავა.
„ეს მანქანა, „ფერარი 458 იტალიას“ ბაზის შესაბამისად შევიმუშავე. ჩემი მიზანი იყო, „ფერარის“ და „მაზერატის“ ავტომობილების სტილის ნაზავი შემექმნა. ყველაზე გამორჩეული კი „ენცოს“ წინა ნაწილთან მსგავსებაა“, - ამბობს ნოვაკი.
რა თქმა უნდა, მის კონცეპტუალურ ავტომობილს, ყველაზე უკეთ, „458 იტალიას“ აგრეგატები შეესაბამება, თუმცა „ექსონას“ აღჭურვილობის შესახებ, ნოვაკს თავისი ნამუშევრის განმარტებაში არაფერი აქვს ნათქვამი.

No comments:

Post a Comment