Thursday, June 16, 2011

„ჰიუნდაი“ ამერიკაში გაყიდვებს ზრდის

Hyundai boosts output in push for 600,000 U.S. sales in 2011
16 ივნისი

„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ ამერიკის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა მის ორ მოდელზე - „სონატასა“ და „ელანტრაზე“ და რომ ამის წყალობით, გაყიდვების წლიური მოცულობა, 600 000-ს ასცდება, ეს კი რეკორდული მაჩვენეელია. „დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წელს 600 000 ავტომობილზე მეტს გავყიდით“, - „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს ვიცე პრეზიდნტი მაიკ ო’ბრაიენი, ვინც ამერიკულ ბაზარზე, წარმოების დაგეგმარებასა და კორპორატიულ საკითხებს კურირებს.

წლის დასაწყისში, კორეული კომპანია აცხადებდა, რომ ამერიკის მიწაზე არ აქვს საკმარისი საწარმოო სიმძლავრე იმისათვის, რომ იქაური მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს. ამიტომ, „ჰიუნდაის“ აშშ-ში ავტომობილების კორეიდან შეტანა უწევს. პარალელურად, მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხნის სიმძლავრე გაზარდა, იმ ქარხნისა, რომელიც სწორედ ყველაზე პოპულარულ ავტომობილებს - „სონატასა“ და „ელანტრას“ აწარმოებს. მალე კი, კორეიდან კიდევ ერთი ახალი მოდელის, სუბკომპაქტური „აქცენტის“ ექსპორტის მოცულობა გაიზრდება.
„ჰიუნდაი“ და მის ჯგუფში შემავალი „კია“, ამერიკის ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი საავტომობილო კომპანიებია. წელს (ხუთ თვეში) მათი გაყიდვები შესაბამისად, 29 და 45 პროცენტით გაიზარდა. ორივე ინტენსიურად აახლებს მოდელებს და ამერიკაში სულ უფრო აფართოებენ საკუთარ გამას. მათი ავტომობილები დახვეწილი სტილით და საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა. პარალელურად, გაყიდვები შეუმცირდათ „ტოიოტას“ და „ჰონდას“, რომლებსაც იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, საკუთარი წარმოება ჯერ სრულად ვერ აუმოქმედებიათ და შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებენ. ამასობაში კი მათი კლიენტურა „ჰიუნდაის“ და „კიას“ ბანაკში გადადის.
ცნბისათვის, შარშან „ჰიუნდაიმ“ ამერიკაში 538 228 ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი, საქმეები ისე მიდის, რომ მისი გაყიდვები 630 000-ს მიაღწევს. ასეთი პროგნოზის საფუძველია ის ფაქტი, რომ ხუთ თვეში კორეულ კომპანიას უკვე 263 588 ავტომობილი აქვს გაყიდული.
ამჟამად „ჰიუნდაის“ ალაბამური ქარხანა თავის შესაძლებლობებზე 10 პროცენტით მეტ ავტომობილს აწარმოებს. ეს კი შესაძლებელი დამატებით ცვლებში და შაბათობით მუშაობის წყალობით გახდა. თუ ორი კორეული კომპანიის გაყიდვების ტემპი მნიშვნელოვნად არ შემცირდა, მაშინ წელს ისინი ამერიკაში ჯამში მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზებას შეძლებენ, რაც პირველად მოხდება...

No comments:

Post a Comment