Wednesday, July 6, 2011

„ჰიუნდაის“ ბესტსელერები თბილისში

6 ივლისი
ველოსტერი
ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, „ჰიუნდაი“ ქართულ ბაზარზეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოწინავე ავტომწარმოებელია. კორეული კომპანია მუდმივად აუმჯობესებს თავისი პროდუქციის ხარისხსა და სერვისს. ამასთან, მყიდველს დაბალი ფასებით ძველებურად ხიბლავს. ყველაფერი ეს კი გაყიდვების ზრდაში აისახება.
ახლახანს „ჰიუნდაის“ ქართველმა პარტნიორმა, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯიამ“, სამი ახალი ავტომობილი - კომპაქტური სედანი „ელანტრა“, სუბკომპაქტური სედანი „აქცრნტი“ და ოთხკარიანი კუპე (მის ოთხ კარზე ბევრი ითქვა და დაიწერა) „ველოსტერი“ შემოიყვანა. ამ შესანიშნავი სამეულიდან, პირველი ორი უკვე იყიდება, მესამე კი ჯერ ეგრეთ წოდებული „ჰალო ქარის“ მოვალეობას ასრულებს, სექტემბრიდან კი ალბათ, მყიდველი მის შეძენასაც შეძლებს.
ელანტრა
რაც მთავარია, კორეული კომპანიის ქართველი პარტნიორი, ისევე როგორც თავად „ჰიუნდაი“, თავის მყიდველს ახალ საგარანტიო მომსახურებასაც (ტრიპლ ქეა, ანუ სამმაგი ზრუნვა  -ასე ჰქვია საგარანტიო პროგრამას) სთავაზობს, რომელიც ხუთ წელიწადზე ვრცელდება და კილომეტრაჟით შეზღუდულიც არაა. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პერიოდში, უფასო მომსახურება იმ შემთხვევებში ჩატარდება, როდესაც აღმოჩენილი უწესივრობა ექსპლუატაციის პროცესში, საქარხნო წუნის გამო გამოვლინდება. ამასთან, საგარანტიო ვადაში, „ჰიუნდაი“ მყიდველს ყოველწლიურ სადიაგნოსტიკო მომსახურებასაც სთავაზობს.
ჩამოთვლილი სამეულიდან, პოტენციურად ყველაზე გაყიდვადი „ელანტრა“ უნდა იყოს, რომელიც საბაზო პრემიუმ დონის აღჭურვილობით და თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასით გამოირჩევა. თანაც, საწვავს იმდენად ეკონომიურად მოიხმარს, რომ ამ მხრივ, ჰიბრიდულ ავტომობილებსაც კი გაეჯიბრება.
აქცენტი
რა თქმა უნდა, ეკონომიურობის მხრივ, „აცქენტიც“ გამოირჩევა, რომელიც შედარებით დაბალი კლასის ავტომობილია და „ელანტრაზე“ იაფიც ღირს. თუმცა, მისი საბაზო აღჭურვილობაც შედარებით მოკრძალებულია. საერთო ჯამში, ეს ავტომობილიც უფრო მაღალი (კომპაქტური) ავტომობილების დონეზეა აღჭურვილი, ფასით კი სუბკომპაქტში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ღირს.
დაბოლოს, „ველოსტერზე“. ალბათ სადაო არაა, რომ ეს ავტომობილი პირველ რიგში, თავისი გარეგნობით გხიბლავთ. მაგრამ გარწმუნებთ, მისი ადგილზე ნახვით, შთაბეჭდილება გაცილებით ძლიერი იქნება. და ვინ იცის, იქნებ იმ ავტომობილის ყიდვა გადაიფიქროთ, რომლის სურვილმაც „ჰიუნდაის“ შოურუმში მიგიყვანათ და არჩევანი „ველოსტერზე“ შეაჩეროთ. ოღონდ, ეს ალბათ სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი...

No comments:

Post a Comment