Friday, October 28, 2011

ჰამილტონი სამი სასტარტო ადგილით დააჯარიმეს

Hamilton, Perez handed grid penalties
28 ოქტომბერი
ფორმულა ერთის ქარავანი ინდოეთს პირველად ეწვია. და პირველი თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, უსწრაფესი მრბოლის წოდება ჯერჯერობით ”ფერარის” ფელიპე მასას ეკუთვნის. ორი სესიის ჯამში, მან წრე ყველაზე სწრაფად გაიარა. რაც მთავარია, მსოფლიოს აწ უკვე ორგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს აჯობა, თუმცა მათ დროებს შორის განსხვავება მინიმალურია.

პირველ სესიაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, რომელმაც ფეტელს, ვისაც ამჯერადაც მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ნახევარ წამზე მეტით აჯობა. მაგრამ ეს მაშინ მოხდა, როდესაც ტრასაზე ყვითელ ალმებს აფრიალებდნენ, ანუ ამ დროს, ჰამილტონს გაზიდან ფეხი უნდა აეღო. ამიტომ, სტიუარდებმა ბრიტანელი პილოტი სამი სასტარტო ადგილით დააჯარიმეს.
პირველ სესიაზე ძრავი დაეწვა ფერნანდო ალონსოს, რის გამოც, მას ყველაზე უარესი დრო ჰქონდა. სამაგიეროდ, მეორე სესიაზე მან მესამე შედეგი აჩვენა. პირველ სესიაზევე მოხდა კურიოზი - სანამ სესია დაიწყებოდა, სტარტ-ფინიშის სწორზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გრძელია კალენდარში შემავალ ტრასებს შორის, დიდი შავი ძაღლი გამოვარდა, რის გამოც, სტიოუარდებმა წითელი შუქნიშნები არ გამორთეს. თუმცა, ინციდენტი მალევე ამოიწურა.
ამბროზიო ავარიის შემდეგ
შემდეგ კი, ტრასაზე პირველები ის მანქანები გამოვიდნენ, რომლებიც ამათუიმ ნიშნით დაკავშირებულები არიან ინდოეთთან. კერძოდ, სესია გერმანელი ადრიან სუტილის ”ფორს ინდიამ” გახსნა. მას მოჰყვნენ ”ლოტუსის” ინდოელი სარეზერვო პილოტი კარუნ ჩანდჰოკი, ”ფორს ინდიას” ბრიტანელი პოლ დი რესტა და ”ისპანიას” ინდოელი ნარაინ კართიკეიანი. ამათგან პირველმა სწრაფი წრე ჩანდჰოკმა დააფიქსირა, ვისაც რბოლაში გამოსვლა არ მოუწევს. საბოლოოდ, მან მე-19 შედეგი აჩვენა.
მეორე სესიაზე კურიოზები აღარ მომხდარა, თუმცა რბოლა მაინც ცოტა ხნით შეწყდა, რისი მიზეზიც ბელგიელი ჟერომ დ’ამბროზიოს ავარია გახდა. მისი ”ვირჯინი” საევაკუაციო გახდა.




თავისუფალი პრაქტიკები. პირველი სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:26.836
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:27.416
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:27.428
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:28.394
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:28.531
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:28.542
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:28.644
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:28.705
9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            1:29.219
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:29.355
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:29.700
12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:29.705
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:29.799
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:30.132
15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:30.367
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)       1:30.566
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:30.669
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:30.818
19. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 1:32.487
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:32.771
21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           1:33.928
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:34.113
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:35.796
24. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               1:35.899

თავისუფალი პრაქტიკები. მეორე სესია
1. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:25.706
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:25.794
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:25.930
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:26.454
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:26.500
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:26.714
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:27.316
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                  1:27.498
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:27.853
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:27.868
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:27.890
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:28.050
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:28.289
14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:28.552
15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:28.691
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:28.708
17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:29.332
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:30.241
19. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:31.098
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:31.469
21. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:31.804
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:32.593
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:32.768
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:32.824

No comments:

Post a Comment