Saturday, October 29, 2011

ფეტელის ინდური პოული

Sebastian Vettel secures 13th pole position of the season in India

29 ოქტომბერი

სებასტიან ფეტელმა ორგზის მსოფლიო ჩემპიონის წოდება ჯერ კიდევ იაპონიაში გაინაღდა, კორეაში კი ასეთივე წოდების მოპოვებაში თავის გუნდ ”რედ ბულ რეისინგს” შეუწყო ხელი. მაგრამ ამ უძლეველ ტანდემს მადა ჯერაც არ დაუკარგავს და ინდოეთში ისევ პოულ პოზიციაზე არიან. ფეტელმა ამ სეზონში თავისი მე-13 პოული მოიპოვა, ”რედ ბულისთვის” კი ეს მე-16 მოგებული კვალიფიკაციაა.

ავსტრიულმა გუნდმა ერთადერთხელ - კორეაში ვერ შეძლო პირველი სასტარტო ადგილის მოპოვება. სამაგიეროდ, ინდოეთის დიდი პრიზის პირველი სასტარტო რიგი მოინადავლა. მართალია, კვალიფიკაციაზე ფეტელმა და მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა კვალიფიკაციაზე პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს, მათ შორის კი ლუის ჰამილტონი ჩადგა, მაგრამ ეს თავისუფალ პრაქტიკებზე ყვითელი ალმების იგნორირებისთვის, სტიუარდებმა სამადგილიანი ჯარიმა აჰკიდეს. ამის გამო, სტარტზე მეხუთე ადგილზე დადგება.
”ახალი ტრასა, ყველაფერი ახალი და ბევრი სირთულე ყველა ჩვენგანისთვის. ტრასა მტვრითაა სავსე. ყველა ცდილობდა, ერთ ხაზზე ევლო, რადგან გზის დანარჩენი ნაწილი მტვრიანია და იქ გავლა ბევრ დროს გვაკარგვინებს. ასე რომ, რბოლა ძალიან ძნელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ რბოლა პირველ ორ ადგილზე დავასრულოთ. თუმცა, ეს იოლი არ იქნება”, - განაცხადა ფეტელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული 28-ე პოულია, რითაც ის ლეგენდარულ არგენტინელ ხუან მანუელ ფანხიოს გაუტოლდა.
სხვათა შორის, ინდოეთში ჩასვლამდე, ”რედ ბულმა” გამოაცხადა, რომ ორივე ტიტულის მოპოვების შემდეგ, მისი მთავარი მიზანი, უებერისთვის მეორე ადგილის მოპოვებაა. ამას მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ ფეტელი თავის ავსტრალიელ თანაგუნდელს გამარჯვებას აჩუქებდა. მაგრამ უებერმა, ვისაც ამ სეზონში ჯერ ერთი მოგებაც არ აქვს, განაცხადა, რომ სხვისი დახმარება არ სჭირდება. ამასთან, ისიც აღიარა, რომ მისთვის რბოლებში გამარჯვებებს მეტი ფასი აქვს, ვიდრე ვიცე ჩემპიონის წოდებას.
მეორე რიგში ადგილებს ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი დაიკავებენ. ჰამილტონი კი მესამე რიგში გადაინაცვლებს, სადაც მის გვერდით ფელიპე მასა დადგება, ვისთანაც ბრიტანელს ამ სეზონში არაერთი ინციდენტი შეემთხვა. მასას ამჯერად ინციდენტი მარტოს შეემთხვა და ეს კერბზე გავლისას მოუვიდა, რა დროსაც, მისი ”ფერარის” მარჯვენა წინა საკიდარი დაიმტვრა.
”ჩემთვის კარგი დღეა. ისიც ძალიან გამიკვირდა, რომ ”რედ ბულებს” შორის ჩავდექი და პირველ რიგში დადგომის უფლება მოვიპოვე. სამწუხაროდ, გუშინდელი შეცდომა ძვირად დამიჯდა. რბოლისას გასწრება იოლი იქნება, რაც ოპტიმიზმის იმედს მაძლევს”, - ამბობს ჰამილტონი.

ინდოეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:24.178
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:24.474
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:24.508
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:24.519
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:24.950
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:25.122
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:25.451
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              დროის გარეშე
9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            დროის გარეშე
10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        დროის გარეშე
- - - - - - - - - -         
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:26.319
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:26.337
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:26.503
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:26.537
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:26.651
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:27.247
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:27.562
- - - - - - - - - -        
18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:27.876
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:28.565
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:28.752
21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:30.216
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)            1:30.238
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:30.866
24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:34.046

No comments:

Post a Comment