Ferrari standing in the way of Lancia Stratos revival's production?
12 ივლისი
დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც „პინინფარინამ“ გერმანელ ბიზნესმენ მიხაელ სტოშეკის (ფოტოზე, სტრატოსის გვერდზე) შეკვეთით, ლეგენდარული „ლანჩა სტრატოსის“ კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა. მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა, ამ ავტომობილს ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებდნენ კიდეც.
კონცეპტუალური ავტომობილის დამზადება 3 მილიონი ევრო დაჯდა, თუმცა მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ გარკვეული რაოდენობის დამზადების შემთხვევაში, თითოეული ავტომობილი დაახლოებით 400 000 ევრო ეღირებოდა. აქედან 100 000 ევრო „ფერარი F430-ის“ შეძენა ჯდებოდა, დანარჩენი თანხა კი ავტომობილის გადაკეთებაზე მიდიოდა.
თითქოს, რა უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ამ ავტომობილის წარმოება ჩაეშალა. მაგრამ პროექტის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, საქმეში „ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ჩაერია, რომელმაც თავისი კომპანიის პარტნიორსა და შეკვეთებით „ფერარიზე“ დამოკიდებულ „პინინფარინას“ მიუთიტა, რომ ახალი „სტრატოსის“ წარმოებისგან თავი შეიკავოს.
ერთი შეხედვით, რა საჭიროა ასეთი მითითება, როცა ახალი „სტრატოსი“„ფერარი F430-ზეა“ დაფუძნებული და აქედან გამომდინარე, თავად მარანელოელებს შეუძლიათ, მის წარმოებას წინ აღუდგნენ - უბრალოდ, „პინინფარინას“ არ მიჰყიდიან დონორ ავტომობილს. მაგრამ ამ შემთხვევაში, „სტრატოსის“ შეძენის მსურველი მას „ფერარისგან“ თავად იყიდის.
როგორც ჩანს, გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ „პინინფარინამ“ ამ პროექტზე უარი თქვას და თავისი პროფილის სხვა კომპანიას მიჰყიდოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, პრობლემა დონორი ავტომობილის შეძენაა. ამ შემთხვევაში, სტოშეკს სხვა დონორი ავტომობილის მოძებნა მოუწევს...
No comments:
Post a Comment