VW Golf VII Prepares for Making the Entrance
12 ივლისი
„ფოლკსვაგენი“ ინტენსიურად მუშაობს მეშვიდე თაობის „გოლფის“ შესაქმნელად. გეგმის მიხედვით, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მომავალი წლის ავტო შოუზე იგეგმება, მისი გაყიდვები კი ოქტომბერში დაიწყება. ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ ვარაუდით, ახალი „გოლფი“ ახლანდელისგან გარეგნულად დიდად განსხვავებული არ უნდა იყოს. მათ შორის ძირითადი სხვაობა კი ძარის ქვეშ იქნება ჩამალული.
მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ავტომობილის პლატფორმა (MQB), რომელიც ოდნავ დაგრძელებულია. შასის სტრუქტურა ახლანდელზე მრავალმხრივი და მრავალფუნქციური იქნება. ამასთან, ისევე როგორც ახლანდელ პლატფორმაზე, მის განახლებულ ვერსიაზეც ვოლფსბურგელთა არაერთი მოდელი დაემყნობა. მათ შორის, უგზოობის „ტურანი“, მრავალმხრივი დანიშნულების (MPV) „გოლფ პლუსი“ და სპორტული „შიროკო“.
პლატფორმის სიგრძეში გაზრდა სალონის მოცულობის ზრდას გამოიწვევს, რისი წყალობითაც, მგზავრების ფეხებისთვის მეტი ადგილი გამოიყოფა, ეს კი კომფორტს გააუმჯობესებს. „ავტოექსპრესის“ ინფორმაციით, ამ მხრივ, „გოლფი“ უკან მოიტოვებს „ფორდ ფოკუსს“ და „რენო მეგანს“.
ავტომობილისთვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე არაერთი ძრავია გათვალისწინებული. ბენზინის აგრეგატებს მექანიკური და ტურბოდამჭირხნები მოემსახურება, რომელთა წყალობითაც, უველაზე მძლავრი ეგზემპლარის (2.0-ლიტრიანი) მაქსიმალური სიმძლავრე 300 ცხენის ძალაა, ყველაზე სუსტი კი არის 1.2-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც სულ რაღაც 65 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, კომპანია პლაგ-ინ ჰიბრიდულ და ელექტრულ (სისტემა e_მოუშნ) „გოლფებსაც“ გამოუშვებს.
საბაზო აღჭურვილობაში, მეშვიდე თაობის ყველა „გოლფი“ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით აღიჭურვება, ტოპ ვერსიებისთვის კი 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური DSG კოლოფები იქნება გათვალისწინებული. და, რა ტქმა უნდა, ყველაზე მძლავრი ვერსიები სრულამძრავიან ტრანსმისიებს მიიღებენ.
No comments:
Post a Comment