Friday, October 12, 2012

„მინი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს


MINI to Pull Out of the WRC at the End of 2012
12 ოქტომბერი
და ამის მიზეზად, ფინანსური კრიზის დასახელდა. არადა, ჯერ ერთი წელია, რაც „მინი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდა. ბრიტანული კომპანიის გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლოს შევა. „მინი“ საქარხნო გუნდ „WRC ტიმ მინი პორტუგალის“ დაფინანსებას და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას შეწყვეტს.

ეს ინფორმაცია „მინის“ ბიზნესის კოორდინაციის და ბრენდის მენეჯმენტის შეფმა კეი სეგლერმა გამოაცხადა. მანვე დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანია შეასრულებს სარბოლი „ქანთრიმენ ჯონ კუპერ უორკსის“ ჰომოლოგაციის პროცესში მიღებულ ვალდებულებებს, ანუ კერძო გუნდებს ამ ავტომობილის შეძენის საშუალება მიეცემათ.
სეგლერმა ასევე განაცხადა, რომ „ბეემვე“ თავისი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავის სრულყოფის პროცესს გააგრძელებს და ამ საქმეში მისი პარტნიორი ისევ „პროდრაივი“ იქნება, რომლის გუნდსაც, ცოტა ხნის წინ, საქარხნო გუნდის სტატუსი მოუხსნა. უფრო მეტიც, „პროდრაივს“ საშუალება ექნება, რბოლებში კვლავაც გამოიყენოს და სრულყოს „ქანთრიმენ JCB WRC“ და მისეული ვერსია გაყიდოს კიდეც.
რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებული „მინისთვის“, ეს ერთადერთი სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა: პირველივე რბოლაში - მონტე კარლოს რალიზე, ესპანელმა დანი სორდომმეორე ადგილი დაიკავა. მართალია, ამის შემდეგ „მინიმ“ „პროდრაივს“ საქარხნო გუნდის სტატუსი ჩამოართვა (ფინანსებზე ვერ შეთანხმდნენ), მაგრამ მისი მანქანებით მოასპარეზე ეკიპაჟებმა საერთო ჯამში მაინც სამჯერ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა...

No comments:

Post a Comment