Hyundai and Kia Imports for Peanuts
13 ივლისი
არგენტინა საშინელ საგარეო სავაჭრო დეფიციტს განიცდის, რის გამოც, იქაურ ბაზარზე პროდუქციის იმპორტიორები ხშირად ბარტერულ გაცვლებზე თანხმდებიან. მაგალითად, ახლახანს საავტომობილო კომპანია „ჰიუნდაი“ დათანხმდა, რომ არგენტინელი პარტნიორისგან ფულის ნაცვლად, 91 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის თხილი, ღვინო, ბიოდიზელი და სოიას ფქვილი გაიტანოს.
ანალოგიურ მდგომარეობაშია „ჰიუნდაის“ საავტომობილო ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი კორეული კომპანია „კია მოტორსი“, რომელიც თავის არგენტინელ პარტნიორს დათანხმდა, რომ ავტომობილების ღირებულების საფასური საყოფაცხოვრებო ტექნიკით და პლასტიკატის ნაწარმით აუნაზღაურონ.
სამხრეთამერიკული ქვეყნის საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რის გამოც, ქვეყანაში პროდუქციის იმპორტიორებს, იქიდან ფულის ნაცვლად, ადგილობრივი წარმოების საქონლის გატანა უწევთ. მაგალითად, „პორშეს“ ერთმა დისტრიბუტერმა არგენტინიდან ღვინის და ზეთისხილის გატანა გადაწყვიტა. ადგილობრივ პარტნიორებთან მსგავსი ხელშეკრულებები გააფორმეს „ჯენერალ მოტორსმა“, „პეჟო/სიტროენმა“, „ალფა რომეომ“, „მერსედეს ბენცმა“, „ფორდმა“, „ფიატმა“ და ჩინურმა „ჩერიმაც“ კი.
ასეთ გარიგებებს ხელს უწყობს არგენტინის მტავრობა, რომელიც იმპორტიორებს ძლიერ ზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან თავიანთი პროდუქციის სანაცვლოდ, არგენტინაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტირებაზე. ამის შედეგი კი ისაა, რომ არგენტინაში უცხოურ პროდუქციაზე მოთხოვნა (ხელოვნურად) დაახლოებით 38 პროცენტით არის შემცირებული.
„ჰიუნდაიმ“ არგენტინის მთავრობასთან გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება, რომლის მთლიანი მოცულობაც 157 მილიონი დოლარია. კორეული კომპანია ვარაუდობს, რომ არგენტინიდან ბარტერით წამოღებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, დამატებით 55 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს.
No comments:
Post a Comment