Subaru to split WRX from rest of Impreza line
16 ივლისი
„სუბარუმ“ სახელი რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული გამარჯვებებით გაითქვა, მოდელი კი, რომელმაც ერთ დროს ბევრისთვის უცნობი იაპონური საავტომობილო კომპანია აღაზევა, „იმპრეზაა“. უფრო სწორედ, მისი სარბოლი ვერსიები, რომლებსაც რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე სამ-სამი პირადი და კონსტრუქტორთა პირველობა აქვთ მოგებული. მაგრამ დადგა დრო, როდესაც „იმპრეზა“ სამოქალაქო ფორმაში უნდა დარჩეს, მისმა სარბოლმა ვერსიებმა კი, რომლებსაც WRX-ის სახელით ვიცნობთ, ახალი დინასტია შექმნან.
ნიუ იორკის წლევანდელ ავტო შოუზე, სწორედ ამ დაშორების ნიმუში - ახალი, სამოქალაქო და წარმოებისთვის მომზადებული „იმპრეზა“ ვიხილეთ, რომელსაც სპორტულობისა არაფერი ეტყობოდა. „სუბარუმ“ დაახლოებით ის გზა აირჩია, რომელიც ოთხი წლის წინ „ნისანმა“, რომელმაც მაშინ სახელი „სკაილაინი“ და მისი სპორტული ვერსია - GT-R დააშორა. მაშინ ბევრმა მიიჩნია, რომ „ნისანი“ შეცდომას უშვებდა, თუმცა GT-R ძალიან პოპულარული ავტომობილია...
ახლახანს, კომპანიის აქციონერთა კრებაზე, „სუბარუს“ პრეზიდენტმა იკუო მორიმ განაცხადა, რომ ახალი სპორტული ავტომობილის წარმოება 2014 წელს დაიწყება. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, ეს სპორტული ავტომობილი სწორედ ახალი WRX უნდა იყოს.
ამ ფოტოდან, რომელზეც ერთ-ერთი დამოუკიდებელი დიზაინერის თვალით დანახული მომავალი WRX არის გამოსახული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მანქანას მოკლე ბაზა (გამოცემა მოტორ ტრენდის ვარაუდით, WRX-ს ტოიოტა იარისზე ოდნავ გრძელი პლატფორმა ექნება) და აგრესიული გარეგნობა ექნება. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე, იაპონური კომპანიის ხელმძღვანელობას არც ახალი ავტომობილის სახელი აქვთ შერჩეული. ასე რომ, ნუ გაიკვირვებთ, თუ WRX-ზე უარს იტყვიან. თუმცა, მარკეტინგული თვალსაზრისით, ეს ალბათ მცდარი ნაბიჯი იქნება...
„მოტორ ტრენდთან“ საუბრისას, „სუბარუს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამიერიდან, „იმპრეზა“ და WRX სრულიად განსხვავებული მანქანები იქნება. ასე განსაჯეთ, მათ შასი და ძრავებიც კი სრულიად სხვადასხვა ექნება. თუმცა, სპორტული ავტომობილი, მაინც „იმპრეზას“ თუნდაც მოდიფიცირებულ ვერსიაზე დაემყნობა.
No comments:
Post a Comment