Tuesday, November 29, 2011

„ნისან ლიფ“ – 20 000 მსოფლიოში, 10 000 ამერიკაში

Nissan sells 20,000 Leafs worldwide, 10,000 in U.S. by end of the year
29 ნოემბერი
 მსოფლიოში პირველი ელექტრომობილის, „ნისან ლიფის“ გაყიდვებმა მთელს მსოფლიოში 20 000 ცალს მიაღწია. ამათგან ყველაზე მეტი, 9 000 ათასი ელექტრომობილი ამერიკაში, მეტწილად შტატ კალიფორნიაშია გაყიდული. ამასთან, ტოკიოს მოტორ შოუს გახსნის წინ, იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდ, ამერიკაში გაყიდული „ლიფის“ რაოდენობა 10 000–ს გადააჭარბებს. სწორედ ამდენს გეგმავდა „ნისანი“ როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ, ამ ავტომობილის პრემიერა ჩაატარა.

ამერიკულ ბაზარზე „ნისან ლიფის“ მთავარი კონკურენტი ჰიბრიდული ელექტრომობილი „შევროლე ვოლტია“, რომელიც პირველ ათ თვეში მხოლოდ 5 000 ცალი იყო გაყიდული. თუმცა „ჯენერალ მოტორსი“ იმედოვნებს, რომ დარჩენილ ორ თვეში კიდევ ამდენს გაჰყიდის და იმ გეგმას შეასრულებს, რომელიც ამ ავტომობილის ბაზარზე გამოტანისას დაისახა.

No comments:

Post a Comment