22 ოქტომბერი
მართალია, სან პაულუს საერთაშოტისო მოტორ შოუზე
წარდგენილ „ტაიგუნს“ „ფოლკსვაგენი“ კონცეპტუალურ ავტომობილად მოიხსენიებს, მაგრამ
ყველა შანსია იმისა, რომ ის მალე ბაზარზე ვიხილოთ. გერმანული კომპანია აგრძელებს
თავის ტრადიციას და თავის მესამე უგზოობის ავტომობილს, თუნდაც კონცეპტუალურს, ისეთი
სახელი უწოდა, რომელიც „ტ-ზე“ იწყება.
გამოფენაზე, ამ მანქანის ხილვის შემდეგ, ბევრს ჯუჯა Up!
გაახსენდა, თუმცა გარეგნულად, ამ ორ ავტომობილს საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვს.
სამაგიეროდ, ზომებით ისინი ახლოს არიან. „ტაიგუნის“ გაბარიტებია: სიგრძე 3859
მილიმეტრი, სიგანე 1728 მილიმეტრი, სიმაღლე 1570 მილიმეტრი და ბაზა 2470 მილიმეტრი.
ამგვარად, ის „ნისან ჯუკზე“ (4125 მილიმეტრი) პატარაც კია.
სამაგიეროდ, მისი ბაზა Up!-ისაზე 50 მილიმეტრით გრძელია.
„ტაიგუნის“ სალონში ოთხი სავარძელია. საბარგულის მოცულობა კი 280 ლიტრს აღწევს. და
თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, მისი მოცულობა 987 ლიტრამდე იზრდება.
„ტაიგუნს“ მამოძრავებელ ძალას ჰეჩბეკ Up!-ის ბენზინის
1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავის პროტოტიპი ანიჭებს, რომელიც საწვავის უშუალო
შეფრქვევის და ტურბო სისტემებითაა აღჭურვილი. მათი დახმარებით, ის 108 ცხენის
ძალას და 175 ნიუტონმეტრს (1500 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. წამყვან წინა ბორბლებს, მამოძრავებელ
ძალას 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი აწვდის.
„ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ულრიხ ჰაკენბერგი,
ვინც კომპანიის ტექნიკურ განვითარებას კურირებს, ირწმუნება, რომ ამ ავტომობილისთვის
სამცილინდრიანი ძრავი, რომელსაც მაღალი მაბრუნი მომენტი აქვს, „ტაიგუნს“ შესანიშნავი
დინამიურ მახასიათებლებით უზრუნველყოფს, ქალაქში მოძრაობის დროს კი ეკონომიურია.
„ფოლკსვაგენის“ განცხადებით, კონცეპტუალური
ავტომობილი სულ რაღაც, 985 კილოგრამს იწონის. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა
მას 9.2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 186 კმ/სთ-ს აღწევს. რაც შეეხება
ხარჯს, 100 კილომეტრის გასავლელად 4.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.
„ფოლკსვაგენი“
აცხადებს, რომ „ტაიგუნის“ წარმოება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ბევრი რამ,
გამოფენაზე და მის შემდგომ გამოხმაურებებზე იქნება დამოკიდებული. და თუ პროექტი
მწვანე შუქს მიიღებს, ეს ავტომობილი ბაზარზე დაახლოებით ორ-სამ წელიწადში გამოვა.
No comments:
Post a Comment