Wednesday, November 16, 2011

„ჰიუნდაი“ ამერიკაში მეორე ქარხნის აშენებას არ ჩქარობს

No New U.S. Plant For Maxed-Out Hyundai
16 ნოემბერი
ამერიკის ბაზარზე „ჰიუნდაის“ გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება. კორეულმა კომპანიამ შარშან იქ რეკორდულად ბევრი ავტომობილი გაჰყიდა, თუმცა ეს რეკორდი წელს ათ თვეში მოხსნა. კომპანიას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ერთადერთი ქარხანა აქვს (ქალაქი მონტგომერი, შტატი ალაბამა), რომელიც სრული თავისი შესაძლებლობების 110–პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს და წლიურად 330 000 ავტომობილს აწარმოებს.
აშკარაა, რომ კორეულ კომპანიას ამერიკაში მეორე ქარხანა სასწრაფოდ სჭირდება, მაგრამ მისი ჩრდილოამერიკული შტოს მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ასეთი არაფერი იგეგმება. არადა, კომპანიის დილერებს ბევრი მოდელზე არასაკმარისი მარაგები აქვს, რაც გაყიდვებს აფერხებს.
აღსანიშნვია, რომ „ჰიუნდაისთვის“ ქროსოვერ „სანტა ფეს“, მეორე კორეული კომპანია „კია“ (რომელიც ჰიუნდაის მფლობელობაშია), თავის უესტ პოინტის (შტატი ჯორჯია) ქარხანაში აწარმოებს. მთლიანბაში, „ჰიუნდაის“ ამერიკული წლიური საწარმოო სიმძლავრე  400 000–ს აღწევს. მაგრამ „კიასაც“ თავისი საწარმოო პოტენციალი მთლიანად ათვისებული აქვს და ისიც მიწოდების და მზა ავტომობილების მარაგის შექმნის პრობლემა აქვს.
მიჩნეულია, რომ მზა ავტომობილების ნორმალური მარაგი 60–დღიანია. მაგრამ ცოტა ხნის წინ, „ჰიუნდაის“ შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 21 დღე იყო. ახლახანს ის 26 დღემდე გაიზარდა, მაგრამ ესეც ძალიან ცოტაა. და კრაფჩიკი ამაში თავისი კომპანიის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ „ჰიუნდაისთვის“ მთავარი მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა და ამიტომ, ამერიკაში მეორე ქარხნის ამოქმედება ჯერჯერობით არ განიხილება.
კრაფჩიკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს, ამერიკის ბაზარზე 13.5 მილიონი ავტომობილი გაიყიდება. წლევანდელი პროგნოზი 12.8 მილიონია. კრაფჩიკის თქმით, მისი კომპანია ზრდის ამ ტენდენციით აუცილებლად ისარგებლებს და ამისათვის, თავისი ამერიკული ქარხნის უფრო ეფექტურად გამოყენებას აპირებს. სწორედ ამის ხარჯზე გახდა შესაძლებელი მისი პოტენციალის 10 პროცენტით გაზრდა და ეს რესურსი ჯერ ბოლომდე ამოწურული არაა. ამასთან, გაიზრდება ავტომობილების იმპორტიც.
ყველაზე დიდი პოპულარობით ორი მოდელი – „ელანტრა“ და „სონატა“ სარგებლობს. ისინი იმდენად პოპულარულებია, რომ მათზე კომპანია მყიდველს არანაირ შეღავათს არ სთავაზობს. სულ კი ამერიკის ბაზარზე „ჰიუნდაის“ საშუალო ფასდაკლება თითო ავტომობილზე 764 დოლარს შეადგენს, რაც ბაზარზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თურმე, ამ ორ ავტომობილს იშვიათად ნახავთ „ჰიუნდაის“ დილერთა ავტოსადგომებზე. არადა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, „სონატას“ მყიდველს „ჰიუნდაი“ 4000–დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობდა. და როგორც ჩანს, ამ ავტომობილზე, განსაკუთრებით კი „ელანტრაზე“, მოთხოვნა გაიზრდება, რადგან მალე კორეული კომპანია მას კუპესა და ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარიტაც გამოუშვებს.
მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ მალე „ჰიუნდაი“ ამერიკაში ახალი ქარხნის აშენებას გადაწყვეტს...

No comments:

Post a Comment