Opel Ampera nominated for Car of the Year 2012 (ოპელის ინფორმაცია)
10 იანვარი
ზედიზედ მეოთხე წელია, „ოპელმა“ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსის ფინალში გააღწია. ამჯერად, ამ საპატიო წოდებისთვის, პლაგ–ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „ოპელ ამპერა“ იბრძვის.
„მოხარულნი ვართ, რომ „ოპელ ამპერა“ კონკურს წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალისტია. „ამპერა“ რევოლუციური ელექტრომობილია და ევროპაში უკვე 25 ჯილდო აქვს მოგებული. სულ კი „ოპელს“ თავის ისტორიაში, წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება სამჯერ აქვს მოგებული. 1985 წელს „კადტ E–მა“, 1987 წელს „ომეგა A–მ“, 2009 წელს კი – „ინსიგნიამ“ გაიმარჯვა“, – ამბობს „ოპელის“ ვიცე პრეზიდენტი ალენ ვიზერი, ვინს გერმანული კომპანიის გაყიდვების, მარკეტინგის და მომახურების დეპარტამენტს კურირებს.
კონკურსის ჟიურიში, 23 ქვეყნის 59 ჟურნალისტი მონაწილეობს, რომლებიც ამ ავტომობილების გამოსაცდელად და შესაფასებლად, შვედეთში არიან მიწვეულნი. პირველ ეტაპზე, მარტივი კენჭისყრით, 7 საუკეთესო შეირჩევა.
„ოპელ ამპერა“ ამერიკელი ნათესავის, „შევროლე ვოლტის“ ევროპული ვერსიაა. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა. ძრავს ენერგიით ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 16 კილოვატსაათია. მართბის სტილის შესაბამისად, ავტომობილს მარტო აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, 40–80 კილომეტრის გავლა შეუძლია. როგორც კი აკუმულატორებში ენერგიის დონე მინიმუმს აღწევს, ავტომატურად ირთვება შიდაწვის ძრავი, რომელიც გენერატორს აბრუნებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ტანდემის წყალობით, „ამპერას“ სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს.
ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილს ჟიური მარტში, ჟენევის მოტორ შოუზე გამოაცხადებს და ეს გამოფენის პირველი ოფიციალური ინფორმაცია გახდება.
No comments:
Post a Comment