28 აგვისტო
ეს ადამიანი შეუპოვრობის ნამდვილი ნიმუშია! 11 წლის
წინ, გერმანიის ოვალ ლაუზიცრინგზე რბოლისას მომხდარ ავარიაში მან ორივე ფეხი
დაკარგა, მაგრამ ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია თავისი სახელოვანი სპორტული კარიერა!
2009 წლამდე, ტურიზმის კლასის მანქანების მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC)
ასპარეზობდა, მერე კი ავტოსპორტიდან წავიდა, თუმცა ბორბლიან სპორტს არ დამშვიდობებია.
ალექს ძანარდი ინვალიდების ეტლით (ჰენდბაიკით) რბოლებში
მონაწილეობს და არაერთი პრესტიჟული მარათონიც მოიგო. მალე კი ლონდონის პარალიმპიურ
თამაშებზე, იტალიის სახელით იასპარეზებს, სადაც მარათონულ დისტანციაზე გამარჯვების
ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მაგრამ ის ამბობს, რომ რბოლებში დაბრუნება სურს.
ის უარს არ იტყვის DTM-ზე,
თუმცა ინდი 500-ზე ასპარეზობა მისი ოცნებაა.„ჯერჯერობით, მთლიანად ჰენდბაიკზე ვარ ფოკუსირებული. მაგრამ თუ შეთავაზებას რომელიმე სარბოლი სერიიდან მივიღებ, მაგალითად DTM-დან, ეს შესანიშნავი იქნება. არამგონია, მსოფლიო ჩემპიონატზე მიმიწვიონ. მაგრამ თუ შემომთავაზებენ, მაშინვე დავთანხმდები. იქ ხომ არაერთი კარგი სეზონი მაქვს გატარებული. თუმცა, ეს მაინც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. დრეს ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია, მაგრამ თუ მორის ნანი (სარბოლო ინჟინერი, საკუთარი გუნდის ყოფილი მფლობელი ინდიქარ-ში, ამჟამად კი ჩიპ განასის გუნდის ტექნიკური მრჩეველი) დამირეკავს, ძალიან გამიხარდება და სიამოვნებით ვცდი ჩემს ძალებს ინდი 500-ში, რადგან იქ არაა საჭირო მკვეთრი დამუხრუჭება და ღრმა მოსახვევების გავლა“, - ამბობს ძანარდი.
ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე, ძანარდის ბრენდს
ჰეჩის ავტოდრომზე ასპარეზობა მოუწევს. იქ ის დროზე რბოლაში, საგზაო რბოლასა და ესტაფეტაში
გამოვა. ის ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული სამომავლო გეგმები არ აქვს და არაა
გამორიცხული, კვლავ ჰენდბაიკზე დარჩეს და რბოლებზე უარი თქვას. მანამდე კი ის ლონდონში
მედლის მოპოვებაზე ოცნებობს:
„რას
გავაკეთებ მომავალში, ეს შემთხვევითობაზეცაა დამოკიდებული. ამ შემთხვევითობამ
შეიძლება სულ სხვა გზითაც წამიყვანოს. მაგრამ ძალიან გამიმართლა, რადგან ვთვლი,
რომ განსაკუთრებულ საქმეს ვაკეთებ. ლონდონში მედალს თუ ავიღებ, ამით ჩემი
ცხოვრების ერთ ეტაპს დავასრულებ. შემიძლია ვთქვა, რომ სიამოვნებას მანიჭებს ყველა
წუთი, რომლებმაც აქამდე მომიყვანა“.
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
და
No comments:
Post a Comment