საიტის მისამართი შეიცვალა
Wednesday, November 21, 2012
„ჯენერალ ელექტრიკმა“ „ფორდს“ 2 000 „C-მაქს ენერჯი“ შეუკვეთა
General Electric to Buy 2,000 C-MAX Energi Plug-In Hybrids from Ford
20 ნოემბერი
პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე
გამოსვლის დღიდან, ამ ტოპის ავტომობილებზე უდიდესი გარიგება „ფორდმა“ განახორციელა
- „ჯენერალ ელექტრიკმა“ ახლახანს ცისფერ ოვალთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის
საფუძველზეც მისგან 2 000 ცალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „C-მაქს
ენერჯის“ შეიძენს.
Tuesday, November 20, 2012
სერხიო პერესი: კრიტიკოსებს მომავალ სეზონში გავაჩუმებ
Sergio Perez: I can't silence critics until 2013
20 ნოემბერი
სერხიო პერესი ამბობს, რომ არ შეუძლია მისი
მისამართით აგორებული კრიტიკის ტალღის გაჩუმება მანამ, სანამ ახალი სეზონი
დაიწყება და „მაკლარენის“ ბოლიდით ასპარეზობის საშუალება მიეცემა. ხშირად
ლაპარაკობენ იმაზე, რომ პერესი არაა ის პილოტი, ვინც „მაკლარენში“ ლუის ჰამილტონის
სრულფასოვნად ჩანაცვლებას შეძლებს.
„მაკლარენი“ ფორმულა E-ს ტექნიკას დაამზადებს
McLaren to build Formula E racers
20 ნოემბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ფორმულა E-ს
სარბოლი ელექტრომობილებისთვის, ძრავებს, ტრანსმისიებს და ელექტრონულ მოწყობილობებს
დაამზადებს. როგორც ცნობილია, FIA (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია)
2014 წელს ღიაბორბლიანი სარბოლი ელექტრომობილების (ფორმულა E)
პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს.
შემდეგი „ტოიოტა პრიუსი“ სრულამძრავიანი ელექტრომობილი იქნება
Next Toyota Prius to get electric all-wheel drive
20 ნოემბერი
ჰიბრიდულ „ტოიოტა პრიუსს“ ბევრი კონკურენტი
გამოუჩნდა და მართალია, ეს ავტომობილი ჯერაც კარგად იყიდება, მაგრამ თუ მისი
მახასიათებლები დროულად არ გაუმჯობესდა, მალე გაყიდვების კლება გარდაუვალი გახდება.
თუმცა, ბრიტანულ ჟურნალ „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, იაპონური კომპანია, მსოფლიოს
ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის გასაახლებლად უკვე ემზადება.
„აუდი“ ქროსოვერ-კუპე Q8-ზე მუშაობს
Audi Working on Q8 Luxury Crossover-Coupe
20 ნოემბერი
ლუქს სეგმენტში მომუშავე გერმანული კომპანიები
გამალებით ცდილობენ ბაზრის ყველა ნიშის შევსებას. ლამის ყოველწლიურად, ისინი მყიდველს
ახალ-ახალ პროდუქტს სთავაზობენ. სადამდე გაგრძელდება მათი მარკეტოლოგების საზრიანობა
და როდის ამოიწურება მათი ფანტაზიის წყარო, ძნელი სათქმელია. მაგრამ სანამ ეს მოხდება,
„აუდი“ თავის მყიდველს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს - ქროსოვერ-კუპე Q8-ს შესთავაზებს.
Monday, November 19, 2012
ოსტინის რბოლა მოსალოდნელზე წარმატებული გამოდგა
Austin surpasses Formula 1's expectations
19 ნოემბერი
ფორმულა 1-ის შეფი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ
ამერიკის დიდი პრიზი გაცილებით წარმატებული გამოდგა, ვიდრე მას შეეძლო
წარმოედგინა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამივე დღის განმავლობაში,
რბოლებს სულ 250 000 მაყურებელი ჰყავდა.
„რედ ბული“ ბრაზილიაში ახალ გენერატორს გამოიყენებს
Red Bull will use new-spec alternator in Brazil
19 ნოემბერი
ოსტინის რბოლისას მარკ ვებერის გაჩერება იმ
სიმპტომის შედეგი იყო, რომელიც „რედ ბულს“ ამ სეზონში ხშირად ანერვიულებს. ავსტრიული
საჯინიბოს მანქანებზე უკვე სამჯერ გაფუჭდა გენერატორი, რომელიც „რენოს“ ძრავის და
ელექტრონული სისტემების მუშაობას უზრუნველყოფს.
„ლამბორგინი ავენტადორი“ სახურავის გარეშე
Lamborghini Aventador LP700-4 Roadster Officially Revealed, Priced at
€300,000
19 ნოემბერი
„ლამბორგინი“ თავისი ახალი ავტომობილის - როდსტერ „ავენტადორ
LP700-4-ის“ მსოფლიო პრემიერას ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩაატარებს, თუმცა მანამდე
ეს ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო. ამერიკაში კი პირველად მაიამიში ჩაიტანა და
იქაურ პოტენციურ მყიდველს წარუდგინა.
ახალი „ფორდ ტრანზიტ კონექტი“
Ford Releases New 2014 Transit Connect Wagon in
Two Wheelbase Lengths
19 ნოემბერი
პარიზის მოტორ შოუს წინ, ამსტერდამში ჩატარებულ
სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც თან თავისი ახალი კორპორატიული დევიზი - „გოუ
ფართერ“ აახლა, „ფორდმა“ საზოგადოებას პირველად უჩვენა მეორე თაობის მსუბუქი ფურგონი
„ტრანზიტ კონექტ ვეგონი“. ამ ავტომობილის მოკლე და გრძელბაზიან ვერსიებს, ცისფერი
ოვალი მერმისს კანადის და ამერიკის ბაზრებზე შეიტანს.
თურქეთის ამბიცია - გახდეს მსოფლიოს მეათე ეკონომიკა
Turkey Wants to Become World’s 10th Economy
through Automotive Production
19 ნოემბერი
ამაში ჩვენს მეზობელ ქვეყანას, ავტოინდუსტრია უნდა
დაეხმაროს. და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ამჟამად ქვეყნის ეკონომიკა
მეტწილად სწორედ საავტომობილო და მისი თანმდევი დარგების წარმოების განვითარების
ხარჯზე ჰყვავის. ამასთან, ქვეყანა არაა ჩათრეული ევროპის ახლანდელ ფინანსურ
კრიზისში.
Sunday, November 18, 2012
ჰამილტონის ბრწყინვალე გამარჯვება ტექსასში
ჩემპიონი ბრაზილიაში გაირკვევა
Hamilton wins in Texas, Vettel must wait
18 ნოემბერი
ოსტინის ტრასა მოინათლა. და მასზე პირველი
გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა. ბრიტანელმა მრბოლმა შეინარჩუნა ამერიკის დიდი
პრიზის გამარჯვებულის ტიტული, რომელიც ხუთი წლის წინათ, ინდიანაპოლისის ტრეკზე
მოიპოვა. ჰამილტონმა რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა, მის მიწურულს, ლიდერ სებასტიან ფეტელს
გაასწრო და ფინიშამდე მოწინავეობა აღარც დაუთმია.
„ფორდ რეინჯერი“ წლის საუკეთესო პიკაპად დაასახელეს
Ford Ranger Wins International Pick-Up Award 2013
in Dublin
18 ნოემბერი
დუბლინში (ირლანდია) ჩატარებულ სატრანსპორტო
გამოფენაზე, წლის საუკეთესო პიკაპის წოდება „ფორდ რეინჯერს“ მიენიჭა. ეს აღიარება
ავტომობილმა როგორც უგზოობის, ასევე საგზაო შესაძლებლობების, ძლიერი ძრავის, კარგი
ტვირთამწეობის, გამწეობის და უსაფრთხოების მაღალი დონის გამო მიიღო. „რეინჯერი“
კონკურსის ჟიურის უკლებლივ ყველა წევრის რჩეული გახდა.
„მაკლარენი“ MP4-12C-ს სარბოლ ვერსია „GT კან-ამს“ გამოუშვებს
McLaren Unleashes Limited Run 630HP MP4-12C Can-Am GT Priced at £375,000
18 ნოემბერი
აშშ-ის დიდი პრიზის წინ, „მაკლარენმა“ გამოცხადა,
რომ „კან-ამ კონცეპტს“, რომელიც პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა, შეზღუდული
რაოდენობით გამოუშვებს. ეს ავტომობილი GT3 კლასის შესაბამისად მომზადებული სარბოლი
MP4-12C-ს ბაზაზეა შექმნილი და ის უოკინგური კომპანიის სარბოლმა დივიზიონმა GT-მ შეიმუშავა.
„აუდი კვატრო კუპე“ – დამოუკიდებელი დიზაინერის თვალით
A Fresh Design Take on the Audi Quattro Coupe
18 ნოემბერი
„აუდიმ“ რომ ორი წლის წინ, პარიზის მოტორ შოუზე
კონცეპტუალური „კვატრო“ წარადგინა, ამ ლეგენდარული სახელის ბევრი ფანი გაახარა -
ეს იმის ნიშანი იყო, რომ ინგოლშტადტელები ამ სახელით ავტომობილის გამოშვებას
აპირებდნენ. მითუმეტეს, კომპანიის წარმომადგენლებმა ეს დაადასტურეს კიდეც.
Subscribe to:
Posts (Atom)