Thursday, July 7, 2011

ჯეი ლენო AMG-ს ესტუმრა

Jay Leno Visits Mercedes’ AMG HQ, Drives SLS Roadster and E-Cell
7 ივლისი

ამერიკული „ღამის შოუს“ წამყვანი ჯეი ლენო ავტომობილების ნამდვილი ტრფიალია. მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავტო კოლექცია აქვს, რომელშიც არაერთი უიშვიათესი ავტომობილი შედის. რა თქმა უნდა, ძველი ავტომობილების გარდა, ლენოს ახლებიც აინტერესებს. განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებსაც სატუნინგო ატელიეები ქმნიან.

ჰოდა, ახლახანს ის საპატიო სტუმრად, „მერსედეს ბენცის“ სატუნინგო შტოს - AMG-ს ესტუმრა, სადაც ამ ატელიეს მიერ მომზადებული ორი უახლესი სუპერ ავტომობილის ტესტირების საშუალება მიეცა. მასთან ერთად კი, „SLS AMG როდსტერს“ და „SLS AMG E-სელს“, მასპინძელი კომპანიის შეფი ოლა კალენიუსიც მართავდა.



ლენო განსაკუთრებით ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილით დარჩა კმაყოფილი. „მანქანას სასწაულებრივი აჩქარება აქვს. ადგილიდან უსწრაფესად ახერხებს სიჩქარის აკრეფას. 392 ცხენის ძალა და 880 ნიუტონმეტრი თავის საქმეს დაუყოვნებლივ აკეთებს. სიტყვებით ამის აღწერა შეუძლებელია“, - აღტაცებას არ მალავს ლენო და დასძენს:
„და სრულამძრავიანი ტრანსმისიის წყალობით, ის მომენტალურად ახერხებს ძრავის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის და მაბრუნი მომენტის ათვისებას. მანქანა ადვილად სამართავია და ამ მხრივ, ტოლს არაფერში უდებს V8 შიდაწვისძრავიანი ძრავით აღჭურვილ SLS AMG-ს. ეს მომავლის ავტომობილია. ჩემს კოლექციაში „ბეიკერის“ 1909 წელს გამოშვებულ ელექტრომობილსაც ნახავთ. მე ვიცი, როგორ მუშაობს ეს მანქანა და შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, ელექტრომობილებისთვის საჭირო ტექნოლოგიები, მანამდე წარმოუდგენელ დონეზე განვითარდა“.


ტრასაზე განავარდების შემდეგ, ლენომ AMG-ს ძრავების საწარმოც მოინახულა, სადაც იმ ავტომობილის 6.3-ლიტრიანი V8 ძრავის აწყობაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მალე თავად მიიღებს. სხვათა შორის, AMG-ს ასეთი ორიგინალური ფილოსოფია აქვს: „ყველა მამაკაცი თავისი მანქანის ძრავზე თავადაა პასუხისმგებელი“!

No comments:

Post a Comment