Friday, September 23, 2011

ჟან ალეზი ინდი 500-ზე იასპარეზებს

Alesi to race in Indy 500 aged 47
23 სექტემბერი
ათი წლის წინ, ჟან ალეზიმ ფორმულა ერთში კარიერა დაასრულა, დღეს კი დიდ რბოლებში დაბრუნებას აპირებს. ეს დაბრუნება ერთჯერადი იქნება და ის მომავალი სეზონის ინდი 500-ზე იასპარეზებს. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ახალბედების საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის. 47 წლის ფრანგ მრბოლს ”ლოტუსის” ჯგუფის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ჯერ გარკვეული არაა, რომელი გუნდის მანქანით აპირებს ასპარეზობას.

”ძალიან მიხარია, რომ ასეთ გამორჩეულ რბოლაში ასპარეზობის საშუალებას ”ლოტუსი” მაძლევს. ვიცი, ეს ადვილი არ იქნება და ბევრი გარჯა მომიწევს, თუმცა თუ შევძელი, ძალიან დიდ სიამოვნებასაც მივიღებ. საქმეს მთელი სერიოზულობით მივუდექი და სრული დატვირთვით ვარჯიშიც დავიწყე. და რა ტქმა უნდა, ინტენსიურ ტესტებსაც ვგეგმავ”, - განახადა სინგაპურში, ფ1-ის მორიგ ეტაპზე დასაწრებად ჩასულმა ალეზიმ.
ფ1 მან 1001 წელს დატოვა, რის შემდეგაც გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში (DTM) გააგრძელა კარიერა და იქ ხუთი წელი გაატარა. სამი წლის წინ კი სერია ”სპიდქარში” გადავიდა. ბოლო დიდი რბოლა, რომელშიც იასპარეზა, ლე მანის შარშანდელი 24 საათია.
ალეზი ინდი 500-ზე გამარჯვებას აპირებს და თუ ეს შეძლო, გახდება მეხუთე პილოტი, ვისაც ფ1-ის და ინდი 500-ის რბოლები მოუგია. წინა ოთხნი ავტოსპორტის გრანდები არიან: ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია), ჯიმ კლარკი (ბრიტანეთი), გრემ ჰილი (ბრიტანეთი) და მარიო ანდრეტი (აშშ).
ცნობისათვის, ”ლოტუსი” მომავალი სეზონიდან, ინდიქარის სერიის ძრავების მიმწოდებელი ხდება. ალეზი კი ინგლისური კომპანიის ტესტ მრბოლი და წარმომადგენელია.
ინდი 500-ის 96-ე რბოლა 27 მაისს გაიმართება.

No comments:

Post a Comment