Friday, September 16, 2011

”ასტონ მარტინ V12 ძაგატო” - მოძრავი სკულპტურა

”ასტონ მარტინი” შესანიშნავ ავტომობილებს აწარმოებს - ეს ფაქტია. თუმცა, მილანურ დიზაინ-ატელიე ”ძაგატოს” ნებისმიერი შედევრის კიდევ უფრო დახვეწა შეუძლია და მაშინ, ავტომობილი ხელოვნების მოძრავ ნიმუშად გარდაიქმნება. სწორედ ასეთია ”ასტონ მარტინ V12 ძაგატო”, რომელიც ამ ორმა კომპანიამ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა.
მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედევრი ყველასთვის არაა - პარტნიორები მას მხოლოდ 150 ეგზემპლარად დაამზადებენ. თანაც, თითოეული ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი ეღირება. ამიტომ, ჩვენსავით, ფრანკფურტული შოუს დამთვალიერებელთა 99.9 პროცენტს ისღა დარჩენია, ამ მანქანის სტენდთან გავლისას, ნერწყვი გადაყლაპოს და მის საჭესთან საკუთარი თავი ოცნებაშიღა წარმოიდგინოს.
სხვათა შორის, მოსალოდნლი იყო, რომ ამ ავტომობილს პარტნიორები წარმოებისთვის მომზადბულს გამოფენდნნ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფრანკფურტშიც ზუსტად იმ ეგზემპლარის ნახვა შეიძლება, რომელმაც ჯერ ვილა დ’ესტეს, შემდეგ კი პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსების დამსწრე საზოგადოება მოხიბლა.

No comments:

Post a Comment