Monday, October 8, 2012

მასა „ფერარიში“ დარჩება, ჰულკენბერგი კი „ზაუბერში“ გადავა?


Massa staying at Ferrari, Hulkenberg to Sauber
8 ოქტომბერი
არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ „სილი სიზონი“ არ დასრულებულა. და ეს ვარაუდებიც ამის შედეგია. ამ ვარაუდს ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა, ის ბიბისის რომ არ გამოექვეყნებინა. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის არგუმენტი ის ფაქტია, რომ ფელიპე მასამ იაპონიაში შესანიშნავად იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარანელოში მის მიმართ განწყობა უკეთესით შეიცვლება.

ეს ინფორმაცია კი არასასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა „ფორს ინდიას“ ნიკო ჰულკენბერგისა და პოლ დი რესტასთვის, რომლებსაც იტალიურ გუნდში, მასას შემცვლელად გადასვლის კარგი შანსი ჰქონდათ (ალბათ ჯერაც აქვთ). პარალელურად კი, სხვა ინფორმაციაც ქვეყნდება და მათი გამავრცელებლებიც, ავტოსპორტში კარგი ავტორიტეტის მქონე გამოცემებია.
მაგალითად, შვეიცარიული „ბლიკი“ ირწმუნება, რომ ჰულკენბერგს სათადარიგო გეგმაც აქვს, რომელიც მას „ზაუბერში“ მიიყვანს. „ნიკო ჰულკენბერგი „ზაუბერშ“ მინიმუმ ორი წლით წავა“, - გვატყობინებს ვეტერანი რეპორტიორი როჯერ ბენუა. მისივე თქმით, ჰულკის წასვლის შემთხვევაში, „ფორს ინდიაში“ წარმოქმნილ ვაკანსიას, „რედ ბულის“ ოფიციალური სარეზერვო პილოტი, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი დაიკავებს.
მაგრამ ბენუა იმასაც არ გვიმალავს, რომ მასთან საუბრისას, „ფორს ინდიას“ მმართველ ოტმარ შაფნაუერს უკითხავს, რატომ გგონია, რომ „ზაუბერში“ ჰულკი მიდის და არა ბუემიო?

No comments:

Post a Comment