Tuesday, October 9, 2012

„ევოკი“ – „წლის საუკეთესო ავტომობილი ქალებისთვის“


Evoque Named Women's World Car of the Year 2012
9 ოქტომბერი
ქალ ჟურნალისტთაგან შედგენილმა ჟიურიმ, რომელშიც ავტომობილებზე მწერალი 12 ქვეყნის ჟურნალისტები შედიოდნენ, ქალებისთვის 2012 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს. საუკეთესოები 4 კატეგორიაში დასახელდა. სუსტი სქესის ჟურნალისტებმა საუკეთესო საოჯახო ავტომოილი, ლუქს, სპორტული და ეკონომიური ავტომობილი აირჩიეს. ჟიურიმ ასევე „სუპერ გამარჯვებული“ დაასახელა.

ლუქსის კლასის ავტომობილებს შორის საუკეთესოდ „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოკი“ დაასახელეს, რომელსაც ასევე „სუპერ გამარჯვებულის“ (გამარჯვებულთა შორის საუკეთესო) წოდებაც მიენიჭა. კონკურსის წესებით, ჟიურის თითოეული წევრი, კონკურსანტებს ქულებს უნაწილებს. ამგვარად, კატეგორიებში საუკეთესონი ვლინდებიან, ოთხ გამაეჯვებულს შორის რომელსაც მეტი ქულა აქვს, მას „სუპერ გამარჯვებულის“ სტატუსიც ენიჭება.
საოჯახო ავტომობილებს შორის, საუკეთესოდ „ბეემვეს“ მე-3 სერია დასახელდა, რომელმაც „აუდი Q3“ და „ფორდ ფოკუსი“ ჩამოიტოვა. სპორტულ ავტომობილებს შორის, გამარჯვება „პორშე 911-ს“ ერგო, მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად, „იაგუარ XKR-მა“ და „მერსედეს-ბენც SLK-მ“ მიიღო. ეკონომიურ ავტომობილებში გამარჯვება „ჰონდა სივიკს“ მიეკუთვნა, რომელსაც „ფოლკსვაგენ Up!“ და „ფორდ ფიესტა“ ჩამორჩნენ.
რაც შეეხება ლუქსის კლასს, „ევოკმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილი „იაგუარ XJ-მ“ დაიკავა, მესამე კი - „აუდი A6-მა“. შემდგი ორი ადგილი კი საოჯახო კატეგორიის ორმა საუკეთესო ავტომობილმა - „ბეემვეს“ მე-3 სერიამ და „აუდი Q3-მა“ დაიკავა.

No comments:

Post a Comment