Thursday, October 18, 2012

„ნისან დელტავინგის“ ავარია როუდ ატლანტაზე (ვიდეო)


Highcroft confident DeltaWing will be repaired after 7g crash
18 ოქტომბერი
ამერიკულ სერია პეტიტ ლე მანის მორიგი რბოლისთვის მზადებისას, ტრეკ როუდ ატლანტაზე, მძიმე ავარია მოუვიდა ექსპერიმენტულ ბოლიდ „ნისან დელტავინგით“ მოასპარეზე გუნარ ჯინეტეს.

სწორზე მოძრაობისას, როდსაც GTC კლასის „პორშეს“ ასწრებდა, ამ უკანასკნელის მრბოლმა რატომღაც საჭე იმ მხარეს მიმართა, საითაც გამსწრები მანქანა მანევრირებდა. „პორშე“ „დელტავინგის“ მარცხენა უკანა ბორბალს წამოედო. შეჯახებამ უცნაური ფორმის შავი „ნისანი“ ჯერ დაატრიალა, შემდეგ ჰაერში ააგდო და ზღუდეზე მიანარცხა.
ტელემეტრიამ აჩვენა, რომ ზღუდესთან შეჯახებისას, გადატვირთვა 7G-ს გაუტოლდა. მანქანა სერიოზულად დაზიანდა, ჯინეტე კი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა საბედნიეროდ, პილოტს ტრავმის კვალიც ვერ უპოვნეს და მალევე გამოწერეს.
„გამიმართლა, რადგან ბიჭებს მართლაც მტკიცე მანქანა გაუკეთებიათ. ფოტოებზე ჩანს, რომ მანქანას სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული, თუმცა საჭირო სათადარიგო ნაწილები გვაქვს და იმედია, მის გარემონტებას მოვასწრებთ“, - ამბობს ჯინეტე.

ვიდეო

No comments:

Post a Comment